„ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 605
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010210050.10.003.020921
605
18/12/2018
ვებგვერდი, 20/12/2018
010210050.10.003.020921
„ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №605

2018 წლის 18 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 

„ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 ნოემბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2018, 010210050.10.003.020874) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში − აპარატი) ლიკვიდაციის მიზნით, შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − ალექსანდრე დარახველიძე − კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი;

ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.“.

2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აპარატში არსებული დოკუმენტაციის (მასალის), მათ შორის,  ელექტრონული ფორმით არსებულის, დამუშავება-სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მათი დაარქივება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.       

3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1)  სამუშაო ჯგუფების შექმნა ლიკვიდაციის პროცესში წამოჭრილი სხვადასხვა თემატური საკითხის მოსაგვარებლად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე