დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 553 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020868 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/11/2018 - 09/08/2022)
|
ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურები“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ტექნიკური ტეგლამენტი – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ტექნიკური რეგლამენტი – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურები (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) არეგულირებს ბოსტნეულის და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა), და სარგავი (მათ შორის საძირე და სანამყენე) მასალის (შემდგომში – მასალა) ბაზარზე განთავსების პროცედურებს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. 2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ბიზნესოპერატორის მიერ ადგილობრივ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილ მასალაზე. 3. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება სათესლე მასალაზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გასამრავლებელი მასალა – მცენარის ცალკეული ნაწილები და მთლიანად მცენარეული მასალა, მათ შორის საძირეები, რომლებიც განკუთვნილია ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გამრავლებისა და წარმოებისთვის; ბ) სარგავი მასალა – მცენარე და მისი ვეგეტატიური ნაწილები, რომლებიც მოიცავს აგრეთვე სამყნობ კომპონენტებს და ნამყენ ჩითილებს და რომლებიც განკუთვნილია ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოებისათვის; გ) ლაბორატორია – ეროვნული ან/და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს გამოკვლევებს და სათანადო დიაგნოსტიკას, რაც ბიზნესოპერატორს აძლევს მასალის სიჯანსაღის შემოწმების საშუალებას; დ) საწარმო – მასალის წარმოებისა და დასაწყობების/შენახვის ადგილი; ე) კრიტიკული წერტილი – ეტაპი, რომელზეც შესაძლებელია მასალაზე შიდა საწარმოო კონტროლის გამოყენება, ფიტოსანიტარიული რისკის თავიდან ასაცილებლად, ან აღმოსაფხვრელად; ვ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო. 2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი. მუხლი 3. მასალისადმი დაწესებული მოთხოვნები 1. ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული და ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ში „მასალის გვარებისა და სახეობების ჩამონათვალი“ ჩამოთვლილი მასალის სახეობებისა და გვარებისთვის განკუთვნილი მასალა, უნდა აკმაყოფილებდეს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული და ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი მასალა, თავისუფალი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში „მასალის მავნე ორგანიზმების ნუსხა“ ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებისაგან და უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინებით, მასალა ვიზუალური დათვალიერებისას თავისუფალი უნდა იყოს მავნე ორგანიზმებისგან. 4. ნებისმიერი მასალა, რომელზეც გამოვლინდება მავნე ორგანიზმის სიმპტომები, მაშინვე უნდა დამუშავდეს მცენარეთა დაცვის შესაბამისი საშუალებებით, ან განადგურდეს. 5. ხახვის (შალოტი) და ნივრის შემთხვევაში მასალა მიღებული უნდა იყოს უშუალოდ იმ მასალისგან, რომელიც კულტურის ზრდის პროცესში შემოწმდა და მიჩნეულ იქნა, როგორც ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმების, ან მათი სიმპტომებისაგან თავისუფალი. 6. მასალა გვარების ან სახეობების მხრივ უნდა იყოს იდენტური და სუფთა, აგრეთვე უნდა ჰქონდეს ჯიშობრივი იდენტურობა და სისუფთავე.
მუხლი 4. ბიზნესოპერატორის 1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია დაიცვას ამ ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მასალის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების ყველა ეტაპზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, ბიზნესოპერატორის მიერ, უნდა განხორციელდეს: ა) კრიტიკული წერტილების იდენტიფიცირება წარმოების პროცესში გამოყენებული მეთოდების საფუძველზე; ბ) კრიტიკული წერტილების მონიტორინგის ან შემოწმების მეთოდების დადგენა და განხორციელება; გ) სათანადო ზომები, რათა გარანტირებული იყოს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით და ამ ტექნიკური რეგლმენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ბიზნესოპერატორი უფლებამოსილია აიღოს ნიმუშები ლაბორატორიაში გამოკვლევის ჩასატარებლად. 3. ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების, ასევე მასალის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების შესახებ მონაცემების ჩანაწერები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის. აღნიშნული ჩანაწერები უნდა ინახებოდეს სულ მცირე ერთი წლის მანძილზე. ხოლო ის ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს მხოლოდ იმ მასალის დისტრიბუციას, რომელიც წარმოებული და შეფუთულია დასაწყობების ადგილას, რომელიც არ არის მის საკუთრებაში, ვალდებულია შეინახოს მხოლოდ მონაცემები, აღნიშნული მასალის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. 4. თუ ბიზნესოპერატორის მიერ გამოვლინდება საქართველოსთვის საკარნტინო მავნე ორგანიზმის არსებობა, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სააგენტოს და მისგან მიიღოს მითითებები გასატარებელი ფიტოსანიტარიული ზომების თაობაზე. ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს მასალაზე მავნე ორგანიზმის აღმოჩენის ყველა შემთხვევის და გატარებული ყველა ფიტოსანიტარიული ზომების აღრიცხვა. 5. ბიზნესოპერატორის ხელთ არსებული მასალის თანმხლები დოკუმენტი, შესაბამოსობაში უნდა იყოს მასალასთან, არ უნდა იყოს მანამდე გამოყენებული, დაბეჭდილი იყოს ქართულ ენაზე და შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მცენარის საყოველთაოდ მიღებული დასახელების, ან მასალის მცენარის პასპორტის არსებობის შემთხვევაში მისი ბოტანიკური დასახელების შესახებ; ბ) მწარმოებელი ქვეყნის კოდის შესახებ; გ) ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ; დ) ბიზნესოპერატორის დასახელების შესახებ; ე) ინდივიდუალური სერიული, კვირის ან პარტიის ნომრის შესახებ; ვ) ბიზნესოპერატორზე დოკუმენტის გაცემის თარიღის შესახებ; ზ) სერტიფიცირებული თესლიდან მიღებული მცენარეების შემთხვევაში – თესლის პარტიის ნომრის შესახებ, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარედგინოს სააგენტოს; თ) ჯიშის/ჰიბრიდის დასახელების, საძირის დასახელებისა ან მისი აღწერის შესახებ; ი) რაოდენობის შესახებ; კ) იმპორტის შემთხვევაში, მასალის მწარმოებელი ქვეყნის დასახელების შესახებ. ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მასალის თანმხლებ დოკუმენტში; ლ) მცენარის პასპორტის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ მასალას თან ახლავს მცენარის პასპორტი). 6. თუ მასალას თან ახლავს მცენარის პასპორტი, ბიზნესოპერატორს სურვილისამებრ უფლება აქვს აღნიშნული მცენარის პასპორტი თან დაურთოს მასალის თანმხლებ დოკუმენტებს. მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილებები 1. სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგიტრირებული ბიზნესოპერატორის აღიარებას მას შემდეგ, რაც ის დარწმუნდება, რომ ბიზნესოპერატორის მიერ გამოყენებული წარმოების მეთოდები, საწარმო/საწარმოები და მის მიერ განხორციელებული საქმიანობა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. თუ ბიზნესოპერატორი გადაწყვეტს საქმიანობის შეცვლას, სააგენტოს მიერ უნდა მოხდეს ბიზნესოპერატორის ელექტრონულ მონაცემთა განახლება. 2. სააგენტომ, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის შემოწმება იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად სრულდება ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები. 3. სააგენტომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის და საწარმოს/საწარმოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები არ სრულდება, სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებს შესაბამის ზომებს. მუხლი 6. მასალის ბაზარზე განთავსება 1. მასალის ბაზარზე განთავსება შეუძლია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ და აღიარებულ ბიზნესოპერატორს, თუ მის მიერ ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი მასალა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება მასალაზე, რომელიც განკუთვნილია ცდის, სამეცნიერო-კვლევითი და სელექციური საქმიანობისათვის ან გენეტიკური მრავალფეროვნების შესანარჩუნებელი ღონისძიებებისთვის. 3. მასალის ბაზარზე განთავსება დასაშვებია პარტიებად, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი. მასალას თან უნდა ახლდეს მასალის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 4. საცალო ვაჭრობის განხორციელებისას მასალის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს მხოლოდ მასალის შესახებ შესაბამის ინფორმაციას. 5. მასალა, რომელიც არ არის მითითებული ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ში, არ დაიშვება ბაზარზე განსათავსებლად. მუხლი 7. მასალის შენახვისადმი დაწესებული მოთხოვნები 1. მასალა ზრდის პროცესში და სადედე მასალისგან მოშორების დროს, უნდა ინახებოდეს ცალკეულ პარტიებად. 2. თუ სხვადასხვა წარმოშობის მასალა ერთადაა შენახული, ან შეფუთვის, შენახვის, ტრანსპორტირების, ან მიწოდების დროს შეერევა ერთმანეთს, ბიზნესოპერატორმა უნდა აწარმოოს შემადგენლობის და ცალკეული კომპონენტების წარმომავლობის მონაცემების აღრიცხვა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების დაცვა სააგენტოს მიერ უნდა შემოწმდეს სახელმწიფო კონტროლის გზით. მუხლი 8. მასალის იმპორტის პირობები იმპორტირებული მასალა უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. მუხლი 9. სახელმწიფო კონტროლი 1. მასალის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პერიოდში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, სააგენტოს მიერ უნდა ჩატარდეს სახელმწიფო კონტროლი ნიმუშის აღების გზით. 2. თუ სახელმწიფო კონტროლის დროს ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ლაბორატორიული გამოკვლევებით და ცდებით გამოვლინდება, რომ მასალა არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის და მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტოს მიერ უნდა გატარდეს სათანადო ზომები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა აიკრძალოს ასეთი მასალის ბაზარზე განთავსება. 3. თუ სახელმწიფო კონტროლის დროს აღმოჩნდება, რომ ბიზნესოპარატორის მიერ ბაზარზე განთავსებული მასალა არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებსა და პირობებს, ბიზნესოპერატორის მიმართ უნდა გატარდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ღონისძიებები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოყენებული ნებისმიერი ღონისძიება უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაში, როდესაც მასალა დააკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებსა და პირობებს. 5. თუ აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო კონტროლის დროს მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო შეუძლებელია მასალის რეალიზაცია, სააგენტოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი ზომები მცენარეთა სიჯანსაღის რისკის აღმოსაფხვრელად. მუხლი 10. მასალის ნიმუშებზე ჩასატარებელი შედარების ტესტები და ცდები 1. მასალის ნიმუშებზე უნდა ჩატარდეს ცდები, ან სადაც მიზანშეწონილია, ლაბორატორიული გამოკვლევები, რათა შემოწმდეს, რომ მასალა აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით მცენარეთა სიჯანსაღისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სახელმწიფო კონტროლის დროს ბაზარზე განთავსებული მასალის ნიმუშების და მცენარეთა სიჯანსაღის ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესამისობის შემოწმებისას მიზნით, შესაძლებელია ჩატარდეს ლაბორატორიული გამოკვლევები და ცდები, რომლებიც მოიცავს: ა) სხვა ქვეყანაში წარმოებულ მასალას; ბ) ორგანული ფერმერული საქმიანობისთვის გამოსადეგ მასალას; გ) გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებასთან დაკავშირებით ბაზარზე განთავსებულ მასალას. 3. ლაბორატორიული გამოკვლევები და ცდები გამოყენებული უნდა იქნეს მასალის კვლევის მეთოდების და იმ პირობების შესამოწმებლად, რომლებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს. დანართი №1 მასალის გვარებისა და სახეობების ჩამონათვალი
დანართი №2 მასალის მავნე ორგანიზმების ნუსხა
|
დოკუმენტის კომენტარები