„ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №553 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №553 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023626
418
09/08/2022
ვებგვერდი, 09/08/2022
300160070.10.003.023626
„ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №553 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 418

2022 წლის 9 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №553 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის  გასამრავლებელი  (გარდა თესლისა) და სარგავი მასალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2018 წლის 16 ნოემბრის №553 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2018, 300160070.10.003.020868) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის: 

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“, „თ“, „ი“  და „კ“ ქვეპუნქტები:

„ზ) სერტიფიცირების ორგანო –  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი;

თ) გასამრავლებელი და სარგავი მასალის ხარისხი – ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (გარდა თესლისა) გასამრავლებელი და სარგავი მასალის წარმოშობის, ჯიშისა და პოპულაციის აუთენტურობის, ვეგეტატიური განვითარებისა და სიჯანსაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური მახასიათებლები;

ი) რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი – არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი, რომლის არსებობა გამოყენებისათვის განკუთვნილ გასამრავლებელ და სარგავ მასალაზე ახდენს ეკონომიკურად მიუღებელ ზემოქმედებას  და ამის გამო რეგულირდება იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

კ) მასალა – გასამრავლებელი და სარგავი მასალა.“.

2. მე-2 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტით (ISPM-5) განსაზღვრული ტერმინები, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული და ბაზარზე განთავსებისთვის განკუთვნილი მასალა თავისუფალი უნდა იყოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში („ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების გასამრავლებელი და სარგავი მასალის რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა“) ჩამოთვლილი მავნე ორგანიზმებისაგან და უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.“.

4. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ხახვის (შალოტი) და ნივრის შემთხვევაში, მასალა მიღებული უნდა იყოს უშუალოდ იმ მასალისგან, რომელიც კულტურის ზრდის პროცესში შემოწმდა და მიჩნეულ იქნა, როგორც ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ში ჩამოთვლილი რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების ან მათი სიმპტომებისაგან თავისუფალი.“.

5. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. მასალა პრაქტიკულად თავისუფალი უნდა იყოს იმ დაზიანებებისგან, რომლებიც აუარესებს მისი, როგორც გასამრავლებელი ან სარგავი მასალის ხარისხს.

8. მასალის ზომები და სიძლიერე ვარგისიანობის თვალსაზრისით უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი. ფესვებს, ღეროებსა და ფოთლებს შორის დაცული უნდა იყოს სათანადო ბალანსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნათა შესაბამისად.“.

6. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები არ ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს ბოსტნეულის გასამრავლებელი და სარგავი მასალის მცირე რაოდენობით ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ არიან ჩართულნი აღნიშნულ საქმიანობაში.“.

7. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სათესლე პარტიების საიდენტიფიკაციო ნომრის შესახებ იმ ახალგაზრდა მცენარეებზე, რომლებიც გამოყვანილია „ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თესლის ბაზარზე განთავსების პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის №44 დადგენილების შესაბამისად, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს სერტიფიცირების ორგანოსათვის;“.

8. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორისა და საწარმოს/საწარმოების სახელმწიფო კონტროლი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

9.  მე-5 მუხლს  დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-5 – მე-11 პუნქტები:

„5. სააგენტო ვალდებულია, განახორციელოს ბიზნესოპერატორის მონიტორინგი, გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია იმ ბოსტნეულის გასამრავლებელი და სარგავი მასალის (გარდა თესლისა)  ბაზარზე განთავსებასთან, რომელიც ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის  მე-9 მუხლით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში და  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თავად ახორციელებს მონიტორიგისა და შეფასების პროცედურებს.

6. სააგენტო ამოწმებს:

ა) ბიზნესოპერატორის მიერ კრიტიკული წერტილების მონიტორინგისას დაცულია თუ არა:

ა.ა) ფიტოსანიტარიული საკარანტინო ღონისძიებები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.ბ) ჰიგიენა;

ა.გ) დამუშავება (შესხურება);

ა.დ) შეფუთვა;

ა.ე) შენახვა;

ა.ვ) ტრანსპორტირება;

ა.ზ) ადმინისტრაციული პროცედურები;

ბ)  ბიზნესოპერატორი  აწარმოებს თუ არა ჩანაწერებს მცენარეების/ნარგაობების ან სხვა მასალების შესახებ, რომლებიც:

ბ.ა) შეძენილია შესანახად ან შენობაში დარგვისთვის, ან მიწოდებულია სხვებისთვის ან შემდგომი წარმოებისთვის;

ბ.ბ) ინფორმაციას ნებისმიერი ქიმიური დამუშავების შესახებ, რომელიც გამოყენებული იყო მცენარეებზე და დაცულია თუ არა დოკუმენტების შენახვის ერთწლიანი ვადა;

გ) აქვს თუ არა მას ან მის მიერ დანიშნულ უფლებამოსილ პირს მცენარეთა სიჯანსაღესთან დაკავშირებით სათანადო გამოცდილება, შესაბამის დაწესებულებებთან კომუნიკაციისათვის;

დ) ახორციელებს ვიზუალურ დათვალიერებას საჭიროებისამებრ და შესაბამის დროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სერტიფიცირების ორგანო ამოწმებს:

ა) ბიზნესოპერატორის მიერ კრიტიკული წერტილების მონიტორინგისას დაცულია თუ არა:

ა.ა) საწარმოო პროცესის დასაწყებად გამოყენებული ბოსტნეულის გასამრავლებელი და სარგავი მასალის ხარისხი;

ა.ბ) გამრავლების პროცედურები.

8.  ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სააგენტომ უნდა შეამოწმოს, ბიზნესოპერატორის მიერ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტიკული წერტილების მონიტორინგის წარმოების მეთოდების შესრულება, განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილებული უნდა იქნეს:

ა) თითოეული კრიტიკული წერტილის შესამოწმებლად მეთოდების ხელმისაწვდომობასა და ფაქტობრივ გამოყენებაზე;

ბ) ამ მეთოდების სანდოობაზე;

გ) მათ შესაბამისობაზე წარმოებისა და მარკეტინგული ღონისძიებების შინაარსის შესაფასებლად, ადმინისტრაციული ასპექტების ჩათვლით;

დ) მიმწოდებლის პერსონალის კომპეტენციაზე განახორციელოს შემოწმებები.

9. ბიზნესოპერატორის მიერ ნიმუშის აღებისას, აკრედიტებულ ლაბორატორიაში შემოწმების მიზნით, სააგენტო ვალდებულია, ზედამხედველობა და მონიტორინგი გაუწიოს ბიზნესოპერატორს, რათა დარწმუნდეს, რომ:

ა) ნიმუშების აღება  ხდება შესაბამისი მეთოდით, წარმოების სხვადასხვა ეტაპზე,  სააგენტოს მიერ დადგენილი პერიოდულობით;

ბ) იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის ანალიზი უნდა ჩატარდეს,  ნიმუშები აღებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. სააგენტო ვალდებულია, შეამოწმოს ნიმუშის ამღები პირების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. ნიმუშების ანალიზი უნდა ჩატარდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის შესაბამისად.“.

10. დანართი №1 და დანართი №2  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

მასალის გვარებისა და სახეობების ჩამონათვალი

ლათინური სახელწოდება

ქათული სახელწოდება

1

Allium cepa L.:

-Cepa Group

-Aggregatum Group

თავიანი ხახვი

საფოჩე ხახვი

მრავალბოლქვიანი ხახვი (შალოტი)

2

Allium fistulosum L.

ჭლაკვი

3

Allium porrum L.

პრასა

4

Allium sativum L.

ნიორი

5

Allium schoenoprasum L.

შნიტი

6

Anthriscus cerefolium (L.) Hoffm.

ჭყიმა

7

Apium graveolens L.

ნიახური

8

Artemisia dracunculus L.

ტარხუნა

9

Asparagus officinalis L.

სატაცური

10

Beta vulgaris L.

ჭარხალი, მათ შორის:

სუფრის ჭარხალი,

ფოთლოვანი ჭარხალი ანუ მანგოლდი

11

Brassica oleracea L.

ფოთლოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო

ბროკოლი

ბრიუსელის კომბოსტო

სავოიის კომბოსტო

თეთრთავიანი კომბოსტო

წითელთავიანი კომბოსტო

კოლრაბი

12

Brassica napus L. var. rapifera Metzg.

თალგამურა

13

Brassica rapa L.

პეკინის კომბოსტო

ტურნეფსი

14

Capsicum annuum L.

ცხარე წიწაკა ან ტკბილი წიწაკა

15

Chicorium endivia L.

ხუჭუჭფოთლიანი არდი

სწორფოთლიანი არდი

     

16

Chicorium intybus L.

ვარდკაჭაჭა

ფართოფოთლიანი ვარდკაჭაჭა

ან იტალიური ვარდკაჭაჭა

სამრეწველო ვარდკაჭაჭა

17

Citrullus lanatus (Thunb.) Matsum. Et Nakai

საზამთრო

18

Cochlearia armoracia L.

პირშუშხა

19

Cucumis melo L.

ნესვი

20

Cucumis sativus L.

კიტრი

კორნიშონი

21

Cucurbita maxima Duchesne

გოგრა

22

Cucurbita pepo L.

ყაბაყი

23

Cynara cardunculus L.

არტიშოკი

ესპანური არტიშოკი

24

Daucus carota L.

სტაფილო

საკვები სტაფილო

25

Foeniculum vulgare Mill.

კამა

26

Lactuca sativa L.

სალათა

27

Mentha piperita L.

პიტნა

28

Ocimum basilicum L.

რეჰანი

29

Pastinaca sativa L.

ძირთეთრა

30

Petroselinum crispum (Mill.) Nyman ex

A. W. Hill

ოხრახუში

31

Phaseolus coccineus L.

ალისა ლობიო

32

Phaseolus vulgaris L.

კუტი ფრანგული ლობიო

მაღალმოზარდი ფრანგული ლობიო

33

Pisum sativum L. (partim)

ნაოჭამარცვლიანი ბარდა

მრგვალმარცვლიანი ბარდა

ტკბილი ბარდა

34

Raphanus sativus L.

ბოლოკი

შავი ბოლოკი

35

Rheum rhabarbarum L.

რევანდი

36

Rosmarinus officinalis  L.

როზმარინი

37

Satureja hortensis L.

ქონდარი

38

Scorzonera hispanica L

ძირშავა

39

Solanum lycopersicum L.

პომიდორი

40

Solanum melongena L.

ბადრიჯანი

41

Spinacia oleracea L.

ისპანახი

42

Valerianelle locusta (L.) Laterr.

მაშა სალათა

43

Vicia faba L. (partim)

ცერცვი

44

Zea mays L. (partim)

ტკბილი სიმინდი

ბატიბუტის (პოპკორნის) სიმინდი

 

დანართი 2

 

ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების გასამრავლებელი და სარგავი მასალის რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხა

 

ბაქტერია

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების სიმპტომები

ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი და სარგავი მასალა (გვარები ან სახეობები)

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის ზღვარი ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელ და სარგავ მასალაზე

Clavibacter michiganensis ssp. michiganensis (Smith) Davis et al. [CORBMI]

Solanum lycopersicum L.

0%

Xanthomonas euvesicatoria Jones et al. [XANTEU]

Capsicum annuum L., Solanum lycopersicum L.

0%

Xanthomonas gardneri (ex Šutič 1957) Jones et al. [XANTGA]

Capsicum annuum L., Solanum lycopersicum L

0%

Xanthomonas perforans Jones et al. [XANTPF]

Capsicum annuum L., Solanum lycopersicum L

0%

 

 

 

სოკოები და Oomycete-ები

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების სიმპტომები

ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი და სარგავი მასალა (გვარები ან სახეობები)

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის ზღვარი ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელ და სარგავ მასალაზე

Fusarium Link (anamorphic genus) [1FUSAG] other than Fusarium oxysporum f. sp. albedinis (Kill. & Maire) W.L. Gordon [FUSAAL] and Fusarium circinatum

Asparagus officinalis L.

0%

Helicobasidium brebissonii (Desm.) Donk [HLCBBR]

Asparagus officinalis L.

0%

Stromatinia cepivora Berk. [SCLOCE]

Allium cepa L., Allium fistulosum L., Allium porrum L., Allium sativum L.

0%

Verticillium dahliae Kleb. [VERTDA]

Cynara cardunculus L.

0%

ნემატოდები

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების სიმპტომები

ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი და სარგავი მასალა (გვარები ან სახეობები)

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის ზღვარი ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელ და სარგავ მასალაზე

Ditylenchus dipsaci (Kuehn) Filipjev [DITYDI]

Allium cepa L., Allium sativum L.

0%

ვირუსები, ვიროიდები, ვირუსისმაგვარი დაავადებები

და ფიტოპლაზმები

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმები ან

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების სიმპტომები

ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელი და სარგავი მასალა

(გვარები ან სახეობები)

რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის ზღვარი ბოსტნეულისა და ბაღჩეულის გასამრავლებელ და სარგავ მასალაზე

პრასის ყვითელი ზოლიანობის  ვირუსი [LYSV00]

Allium sativum L.

1 %

ხახვის ყვითელი ჯუჯიანობის ვირუსი [OYDV00]

Allium cepa L., Allium sativum L.

1 %

კარტოფილის ტუბერების ძაფისებურობის ვიროიდი [PSTVD0]

Capsicum annuum L., Solanum lycopersicum L.

0 %

პომიდორის ლაქოვანი ჭკნობის ტოპივირუსი

[TSWV00]

Capsicum annuum L., Lactuca sativa L., Solanum lycopersicum L., Solanum melongena L.

0 %

პომიდორის ფოთლის ყვითელი  დახვევის ვირუსი

[TYLCV0]

Solanum lycopersicum L.

0 %

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი ივნისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი