დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28-97 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/09/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080150.35.101.016546 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/09/2018 - 22/11/2019)
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლისა და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 221-ე მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 და 44-ე ნაწილების, 240-ე და 266-ე მუხლების, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513 მუხლით, 533 მუხლით, 55-ე მუხლით, 552 მუხლით, 553 მუხლით, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1522 მუხლით, 1735 მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების დარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება აქვთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს:
ა) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის’’ ფორმა (დანართი 1); ბ) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი’’ (დანართი 2); გ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შემოწმების აქტის ფორმა (დანართი 3). ობიექტის შემოწმების და შემოწმების აქტის შედგენის უფლება აქვთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს; დ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მითითების ფორმა (დანართი 4). მითითების გაცემის უფლება აქვთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით; ე) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად უწყების ფორმა საქმის განხილვის თაობაზე (დანართი 5); ვ) დათვალიერების ოქმის ფორმა (დანართი 6); ზ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს „შემოწმების აქტის’’ ფორმა (დანართი 7). |
| მუხლი 3 |
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-96 დადგენილება.
2. დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე, რომლებზეც უკვე გაცემულია მითითება, წარმოება გაგრძელდეს და შედგენილ იქნეს შემოწმების აქტი წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები