„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის N28-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 49-93
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 03/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 020080120.35.101.016663
49-93
22/11/2019
ვებგვერდი, 26/11/2019
020080120.35.101.016663
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის N28-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49-93

2019 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-97 დადგენილებაში (ვებგვერდი - www.matsne.gov.ge; 26/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 020080150.35.101.016546 ) და:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლისა და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  221-ე მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 და 44-ე ნაწილების, 240-ე და 266-ე მუხლების, საქართველოს კანონისა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ და  საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის  შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

დამტკიცდეს:

ა) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის’’ ფორმა (დანართი №1);

ბ) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (დანართი №2);

გ) საქართველოს კანონის  „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“  124-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №3). ობიექტის შემოწმების და შემოწმების აქტის შედგენის უფლება აქვთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს;

დ) საქართველოს კანონის  „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მითითების ფორმა (დანართი №4). მითითების გაცემის უფლება აქვთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე) საქართველოს კანონის  „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“   შესაბამისად უწყების ფორმა საქმის განხილვის თაობაზე (დანართი №5);“

ვ)  დათვალიერების ოქმის ფორმა (დანართი №6);

ზ) საქართველოს კანონის  „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“   123-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს „შემოწმების აქტის’’ ფორმა (დანართი №7).“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართები ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართების შესაბამისად.  

4. დადგენილების მე-3 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. 2019 წლის 3 დეკემბრამდე დაწყებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე, რომლებზეც უკვე გაცემულია მითითება, წარმოება გაგრძელდეს და შედგენილ იქნეს შემოწმების აქტი 2019 წლის 3 დეკემბრამდე მოქმედი ფორმის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 3 დეკემბრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე