„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“
დოკუმენტის ნომერი 1043
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/09/2018
ძალაში შესვლის თარიღი 07/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016548
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1043
13/07/2017
ვებგვერდი, 21/09/2018
480610000.03.030.016548
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/09/2018 - 08/02/2022)

 
 
 

 

  

შესრულებული ვერსია

(საოპერაციო ნომერი  48104)

 

 

სასესხო შეთანხმება

(ბათუმის ავტობუსების პროექტი)

 

 

საქართველოს

და

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს

შორის

 

 

 

 

თარიღი: 2017 წლის 13 ივლისი

 

 

 

სარჩევი

 

მუხლი I - სტანდარტული ვადები და პირობები; განმარტებები

ნაწილი 1.01.  სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება

ნაწილი 1.02.  ტერმინთა განმარტებები

ნაწილი 1.03.  ინტერპრეტაცია

მუხლი II - სესხის ძირითადი პირობები

ნაწილი 2.01.  თანხა და ვალუტა

ნაწილი 2.02.  სესხის სხვა ფინანსური პირობები

ნაწილი 2.03.  თანხების ჩამორიცხვა

მუხლი III - პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01.  პროექტთან დაკავშირებული სხვა მტკიცებულებითი პირობები

მუხლი IV - შეწყვეტა, დაჩქარება, გაუქმება

ნაწილი 4.01.  შეწყვეტა

ნაწილი 4.02.  სასესხო შეთანხმების ვადის დაჩქარება

მუხლი V - ძალაში შესვლა

ნაწილი  5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები

ნაწილი 5.02.  სამართლებრივი დასკვნები

ნაწილი 5.03.  შეთანხმების შეწყვეტა ძალაში არშესვლის მიზეზით

მუხლი VI - სხვადასხვა

ნაწილი 6.01.  შეტყობინებები

განრიგი 1 - პროექტის აღწერა

განრიგი  2 - კატეგორიები და თანხების ჩამორიცხვა

 

 


(i)

სასესხო შეთანხმება

შეთანხმება დათარიღებული 2017 წლის 13 ივლისით, ფორმდება საქართველოსა  (შემდგომში – „მსესხებელი“) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (შემდგომში „ბანკი“) შორის.

პრეამბულა

ვინაიდან ბანკი დაარსდა კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად ღია საბაზრო სისტემაზე ორიენტირებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის გადასვლის პროცესის ხელშეწყობისა და კერძო და სამეწარმეო წამოწყებების წახალისების მიზნით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებმაც აიღეს ვალდებულება და იცავენ მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურაზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.

ვინაიდან მიმღები აპირებს პროექტის განხორციელებას, როგორც ეს აღწერილია განრიგში 1, რომლის მიზანია ახალი, დაბალძირიანი ავტობუსების შესყიდვა ბათუმში ავტობუსების  მუშაობის გაუმჯობესებისა და მოდერნიზების მიზნით.

ვინაიდან  პროექტს განახორციელებს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ (შემდგომში „პროექტის ორგანიზაცია”), შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და სრულად ეკუთვნის ბათუმის მერიას (შემდგომში „მერია“), მიმღებისა და მერიის მხარდაჭერით, პროექტის განხორციელების შეთანხმების საფუძველზე („პროექტის განხორციელების შეთანხმება”), რომელიც დაიდება ბანკსა და პროექტის ორგანიზაციას შორის ქვემოთ მითითებულ თარიღზე.

ვინაიდან  მერია დაეხმარება პროექტის განხორციელებაში პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების საფუძველზე („პროექტის მხარდაჭერის შეთანხმება”), რომელიც გაფორმდება ბანკსა და მერიას შორის ქვემოთ მითითებულ თარიღზე. 

ვინაიდან მსესხებელმა დახმარება ითხოვა ბანკისგან პროექტის ნაწილობრივი დაფინანსებისათვის.

ვინაიდან ბანკი მათ შორის თანახმაა, ზემოაღნიშნულის საფუძველზე სესხი გამოყოს და მსესხებელი თანახმაა ისესხოს 5,500,000 ევრომდე, წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული პირობების თანახმად. წინამდებარე შეთანხმებაში, პროექტის მხარდაჭერის შეთანხმებასა და პროექტის განხორციელების შეთანხმებაში განსაზღვრული პირობების საფუძველზე (თითოეული პროექტის მხარდაჭერის შეთანხმება და პროექტის განხორციელების შეთანხმება  წარმოადგენს „საპროექტო შეთანხმებას“).

ვინაიდან ბანკი ასევე დათანხმდა, გამოეყო საგრანტო დაფინანსება პროექტის განხორციელების პროცესში დახმარების აღმოჩენის მიზნით იმ პირობების საფუძველზე, რომელიც განისაზღვრება აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის შეთანხმებით (E5P): (i)  1,500,000 ევროს (მილიონ ხუთასი ათასი ევრო) ოდენობით (შემდგომში „გრანტი“) და (ii) იმ პირობებით, რომლებიც განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით (შემდგომში „საგრანტო შეთანხმება“).

ვინაიდან ბანკი აპირებს გრანტის სახით დონორების მიერ გამოყოფილი ტექნიკური თანამშრომლობის სახსრების უზრუნველყოფას, საერთო თანხის ოდენობით  420,000 ევრო, შემდეგის დასაფინანსებლად: (i) კორპორატიული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის პროგრამა (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ) 280,000 ევროს ოდენობით; და (ii) მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ) 140,000 ევროს ოდენობით.

შესაბამისად, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი I სტანდარტული ვადები და პირობები, განმარტებები

ნაწილი 1.01. სტანდარტული ვადებისა და პირობების გათვალისწინება

 ბანკის 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული სტანდარტული ვადებისა და პირობების ყველა დათქმა აქვე არის გათვალისწინებული და გამოიყენება წინამდებარე შეთანხმებაში იმავე ძალითა და ეფექტით, როგორც უშუალოდ ამ შეთანხმებაში იქნებოდა განსაზღვრული, თუმცა ექვემდებარება შემდეგ სახეცვლილებებს (ხსენებული მეთოდით სახეცვლილი დებულებები შემდეგში მოიაზრება „სტანდარტულ ვადებად და პირობებად“):

(ა) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 2.02 განმარტებული ტერმინები „ევრო“, „EUR” ან "€" წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის იცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:

„ევრო“, „EUR“ ან „€“ გულისხმობს ევროკავშირის წევრი სახლმწიფოების კანონიერ ფულად ერთეულს, რომელიც ერთიან საგადამხდელო საშუალებად იქნა მიღებული ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მის ეკონომიკურ და ფულად-საკრედიტო კავშირში“;

ბ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 2.02 მოცემული განსაზღვრებები: „იძულებითი ქმედება“, „გასაიდუმლოებული ქმედება“, „კორუფციული ქმედება“ და „თაღლითური ქმედება“, ამ შეთანხმების მიზნებისათვის წაიშლება სრულად;

(გ) „სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 2.02 განსაზღვრული „აკრძალული ქმედება“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის იცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:

„აკრძალული ქმედება“ გულისხმობს ნებისმიერ იძულებით, კორუფციულ, თაღლითურ ქმედებას, ბანკის რესურსების ბოროტად გამოყენებას, ხელის შემშლელ ქმედებას ან ქურდობას, როგორც თითოეული ეს ტერმინი განისაზღვრება ბანკის სააღსრულებო პოლიტიკისა და პროცედურების მიხედვით, რომელიც დათარიღებულია სასესხო შეთანხმებაში მითითებული თარიღით „სააღსრულებო პოლიტიკისა და პროცედურის“ განსაზღვრების ფარგლებში;

(დ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 2.02 განსაზღვრული „მითითების გვერდი“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:

 

„მითითების გვერდი“

გულისხმობს ჩვენებას (i) აშშ დოლარსა ან ბრიტანულ გირვანქაში დენომინირებული სესხებისათვის, სესხის ვალუტაში ლონდონის ბანკთაშორის ბირჟაზე წამყვანი ბანკების მიერ დეპოზიტებზე დაფიქსირებულ განაკვეთს, რომელიც Thomson Reuters services-ზე ფიქსირდება LIBOR01-ის და LIBOR02-ის სახელწოდების გვერდად (ან ნებისმიერ ისეთ გვერდად, რომელიც Thomson Reuters services-ზე ჩაანაცვლებს LIBOR01-ის და LIBOR02-ის სახელწოდების გვერდს, ლონდონის ბანკთაშორის ბირჟაზე სესხის ვალუტაში სადეპოზიტო განაკვეთების ჩვენების მიზნით); (ii) ევროში დენომინირებული სესხებისათვის, ევროზონის ბანკთაშორის ბირჟაზე დეპოზიტებზე დაფიქსირებულ განაკვეთს, რომელიც Thomson Reuters services-ზე ფიქსირდება EURIBOR01-ის სახელწოდების გვერდად (ან ნებისმიერ ისეთ გვერდად, რომელიც Thomson Reuters services-ზე ჩაანაცვლებს EURIBOR01-ის სახელწოდების გვერდს ევროზონის ბანკთაშორის ბირჟაზე სესხის ვალუტაში სადეპოზიტო განაკვეთების ჩვენების მიზნით);

(ე) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 2.02 განსაზღვრული „საორიენტაციო დღე“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის იცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად:

„საორიენტაციო დღე“ გულისხმობს ნებისმიერ ისეთ თარიღს, როდესაც ტრანსევროპული, ავტომატიზებული, რეალურ დროში მოქმედი ანგარიშსწორებისა და გადარიცხვების სისტემა ღიაა ევროში გამოსახული ფულადი რესურსით ანგარიშსწორებისთვის.

(ვ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.04(ა), ამ შეთანხმების მიზნებისათვის, შეიცვლება და წაიკითხება ამგვარად:

„(ა) თუ სესხი ექვემდებარება ცვლად საპროცენტო განაკვეთს, ნაწილის 3.04(ბ) მიზნებისათვის, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი იქნება:

(i) თითოეული ჩამორიცხვის პირველი საპროცენტო პერიოდისათვის, სესხის ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისთვის ყოველწლიურად შემოთავაზებული განაკვეთი, რომელიც მითითების გვერდზე ჩანს 11.00 საათისთვის, როგორც მოითხოვება ლონდონის დროით (აშშ დოლარში ან £-თვის), ან ბრიუსელის დროით (ევროსთვის) შესაბამისი საპროცენტო განსაზღვრის თარიღში, რომელიც ყველაზე ახლოსაა საპროცენტო პერიოდის ხანგძლივობასთან, ან თუ ასეთი განაკვეთი არ ჩანს მითითების გვერდზე, ამ პერიოდის ხანგრძლივობის თანაბარი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ განაკვეთები („მითითების განაკვეთები“) გამოჩნდება მითითების გვერდზე, ორივე იმ პერიოდისათვის, რომელიც უფრო მოკლეა, ან პერიოდისა, რომელიც უფრო გრძელია, ვიდრე ამგვარი საპროცენტო პერიოდის ხანგძლივობა, რელევანტური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი იქნება განაკვეთი (ზემოთ დამრგვალებული, თუ საჭიროა, ოთხი ათწილადით), რომელიც გამოყენებადი იქნება ამგვარი საპროცენტო პერიოდის ხანგძლივობის ტოლ პერიოდში, როგორც ეს განისაზღვრება სწორი ხაზის ინტერპოლაციის გამოყენების გზით მითითების გვერდზე მითითებით, რომელიც გამოჩნდება მითითების გვერდზე იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც შემდგომი მოკლე პერიოდია, ამგვარი საპროცენტო განაკვეთის პერიოდის ხანგძლივობასთან შედარებით და მითითების მაჩვენებელი, რომელიც მითითების გვერდზე, რომელიც შემდეგი უფრო გრძელი პერიოდია, ვიდრე საპროცენტო პერიოდის ხანგძლივობა; და

(ii) თითოეული შესაბამისი საპროცენტო პერიოდისთვის შემოთავაზებული წლიური განაკვეთი დეპოზიტებისთვის სესხის ვალუტაში, რაც ჩანს მითითების გვერდზე 11:00 საათისთვის, როგორც მოითხოვება, ლონდონის დროით (აშშ დოლარისთვის ან £-თვის) ან ბრიუსელის დროით (ევროსთვის) შესაბამის საპროცენტო პერიოდის განსაზღვრის თარიღში პერიოდისთვის, რომელიც უფრო ახლოსაა ასეთი საპროცენტო პერიოდის ხანგრძლივობასთან (ან თუ ორი პერიოდი თანაბრად ახლოსაა ასეთ საპროცენტო პერიოდთან, საშუალო ამ ორი შესაბამისი განაკვეთისა);

 

იმ შემთხვევაში, თუ:

(1) თუ რაიმე მიზეზით, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა არ არის შესაძლებელი იმ დროისათვის მიმართვის გვერდზე მითითებით, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი იქნება წლიური განაკვეთი, რომელსაც ბანკს განსაზღვრავს არითმეტიკული მნიშვნელობით სესხის ვალუტაში დეპოზიტებისათვის წელიწადში შეთავაზებული ტარიფების ოდენობის (დამრგვალებული ზევით, ოთხი ათობით), სესხის მონაკვეთთან შედარებით თანხის ოდენობით, რომელიც განისაზღვრება ცვალებად საპროცენტო განაკვეთით შესაბამისი პერიოდის განმავლობაში ამგვარი ინტერესი პერიოდისთვის, რომელიც ლონდონის ბანკთაშორის ბაზარზე (აშშ დოლარში ან £) ან ევროზონის ბანკთაშორის ბაზარზე (ევროსთვის) არის მოხსენიებული, როგორც ბანკს ურჩევს მინიმუმ ორი მსხვილი ბანკი, რომლებიც საქმიანობენ, ლონდონის ბანკთაშორისი ბაზარზე (აშშ დოლარის ან £-თვის) ან ევროზონის ბანკთაშორისი ბაზარზე (ევროსათვის); და

(2) თუ ამ ნაწილის 3.04 (ა) პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი იქნება ნულოვანი, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ნულოვანად ჩაითვლება.

(ზ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.04, ამ შეთანხმების მიზნებისათვის, შეიცვლება და დაემატება ახალი ნაწილი 3.04(ე), რომელიც წაიკითხება შემდეგნაირად:

„(ე) თუ სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილში 7.06 აღწერილი მოვლენა მოხდა და გრძელდება, ბანკმა შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ მსესხებლისგან მოითხოვოს პროცენტის გადახდა სესხის იმ ნაწილზე, თუ ასეთი არსებობს, რომელიც ექვემდებარება ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს, არაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით, არამედ ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით.“.

(თ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.09 (ა)(iii) ამ შეთანხმების მიზნებისათვის შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად: "(iii) წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც როგორც მოითხოვება შემოთავაზებულია ლონდონის ბანკთაშორისი ბაზარზე (აშშ დოლარის ან £-თვის), ან ევროზონის ბანკთაშორისი ბაზარზე (ევროსთვის) პირსაგამტეხლო პროცენტის განსაზღვრის თარიღში დეპოზიტისთვის სესხის ვალუტაში შესაბამისი პირსაგამტეხლო პროცენტის პერიოდის ეკვივალენტური პერიოდისთვის, ან თუ ბაზარზე შეღწევის შემთხვევა დაფიქსირდა, განაკვეთი რაც გამოხატავს წლიურ საპროცენტო განაკვეთს ბანკისთვის გადასახდელს სესხის ნებისმიერი წყაროდან დაფინანსებისთვის, რომელიც ბანკს შეუძლია გონივრულად შეარჩიოს (ან ბანკის შეხედულებისამებრ, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, ხელმისაწვდომობის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ თუ განაკვეთი ამ ქვეპარაგრაფი (iii)-ის შემთხვევაში იქნება ნულზე დაბალი, განაკვეთი ჩაითვლება ნულად.“.

(ი) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.10(ბ)(2), ამ შეთანხმების მიზნებისთვის, შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად: „ამ სესხის ნებისმიერი ნაწილის გადახდა, რომელიც ექვემდებარება ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს, დაჩქარდება ნაწილის 7.06 თანახმად, ან სხვაგვარად გახდება გადასახდელი დადგენილ ვადაზე ადრე, ან დაექვემდებარება ცვალებად საპროცენტო განაკვეთს სტანდარტული პირობების ნაწილის 3.04(ე) თანახმად; ან“.

(კ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 3.13(ა)(1)(ბ), ამ შეთანხმების მიზნებისათვის, შეიცვლება და წაიკითხება შემდეგნაირად: „(ბ) განაკვეთი, როგორც ბანკი მსესხებლს აცნობებს, როგორც კი შესაძლებელია და ნებისმიერ შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის ვადის დადგომამდე, შესაბამის სავალუტო პერიოდთან მიმართებაში, რომელიც გამოხატავს ბანკის მიერ სესხის დაფინანსების ხარჯების წლიურ პროცენტულ მაჩვენებელს იმ წყაროდან, რომელიც ბანკმა შესაძლოა გონივრულად შეარჩიოს (ან ბანკის შეხედულებისამებრ, შესაბამისი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, თუ შესაძლებელია) იმ პირობით, რომ თუ ამ ქვეპუნქტის (ბ) შესაბამისად, განაკვეთი იქნება ნულზე ქვემოთ, კურსი იქნება ნულოვანი; და“.

(ლ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 4.04(ა)(ii) წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის იცვლება შემდეგნაირად:

„(ii) საშუალებას მისცემს ბანკის წარმომადგენლებს, ბანკის მოთხოვნით;

(ა) მოინახულონ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ობიექტები და სამშენებლო ობიექტები;

(ბ) შეამოწმონ სესხის სახსრებით დაფინანსებული ნებისმიერი საქონელი, სამუშაოები და მომსახურება, ასევე მცენარეები, დანადგარები, ობიექტები, სამუშაოები, შენობა-ნაგებობები, საკუთრება, აღჭურვილობა, ჩანაწერები და დოკუმენტები, რაც მსესხებლის ვალდებულებების შესრულებასთან არის დაკავშირებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში;

(გ) ამ მიზნებით, შეხვდება და გამართავს განხილვებს მსესხებლის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებთან, თუ ბანკი საჭიროდ მიიჩნევს;

თითოეულ შემთხვევაში, მათ შორის იმისათვის, რომ: (i) ხელი შეუწყოს ბანკის მიერ პროექტის შეფასებას და ბანკს საშუალება მისცეს, შეისწავლოს და მოაგვაროს პროექტთან დაკავშირებული საჩივრები, საჩივრის მექანიზმის ფარგლებში, და (ii) შეაფასოს, ადგილი ჰქონდა თუ არა აკრძალული ქმედებას პროექტის ან რომელიმე ტრანსაქციის ფარგლებში“.

(მ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 7.01(ა)(xv), წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, შეიცვლება შემდეგნაირად: „ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს ან სხვაგვარად შეცვალოს წევრის მიერ ბანკის რესურსზე წვდომა, ბანკის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად“;

(ნ) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 8.01, ამ შეთანხმების მიზნებისათვის შეიცვლება და დაემატება აბზაცი, რომელიც წაიკითხება შემდეგნაირად:

„ამ სტანდარტული ვადებისა და პირობების, ასევე სასესხო შეთანხმების, გარანტიის შეთანხმების ან ნებისმიერი საპროექტო შეთანხმების სხვა დებულებების მიუხედავად, მსესხებელი, გარანტორი და თითოეული პროექტის ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარებენ და თანხმდებიან, რომ ბანკს შეუძლია გამოიყენოს აღსრულების პოლიტიკა და პროცედურები აკრძალული ქმედებების ბრალდებებთან დაკავშირებით“;

(ო) სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილი 8.04(ბ)(iii), წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, შეიცვლება შემდეგნაირად: „(iii) თუ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივანი არჩევს არბიტრს, მუდმივმოქმედი სასამართლოს გენერალური მდივანს აქვს უფლება, შეარჩიოს ნებისმიერი პირი, რომელიც შეესაბამება არბიტრის როლს, როგორც ამას ითვალისწინებს UNCITRAL არბიტრაჟის წესების მუხლები 9.2 და/ან 9.3.“.

 

ნაწილი 1.02. ტერმინების განმარტებები

 წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ ადგილას (პრეამბულისა და განრიგების ჩათვლით), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარადაა მითითებული ან კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, პრეამბულაში განმარტებულ ტერმინებს აქვთ შესაბამისი, აქ მინიჭებული მნიშვნელობა; სტანდარტულ ვადებსა და პირობებში განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ შესაბამისი, აქ მინიჭებული მნიშვნელობა, ხოლო ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს ექნებათ შემდეგი მნიშვნელობა:

 

„ბანკის სესხი“

გულისხმობს ბანკის სესხის ტრანში 1-ის და ტრანში 2-ის საერთო თანხას, ან თუ კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, ძირითად თანხას, რომელიც დროდადრო იქნება გადასახდელი. 

 „მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი“

გულისხმობს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან მის მიერ წერილობით დამტკიცებულ პირს.

 

„კორპორატიული განვითარების პროგრამა“

გულისხმობს პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსულტანტების მიერ შესამუშავებელ და პროექტის ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ კორპორატიული განვითარების პროგრამას, რომელიც დონორ(ებ)ის მიერ დაფინანსდება და პროექტის ორგანიზაციას დაეხმარება ინსტიტუციონალურ განვითარებაში ოპერაციული და ფინანსური გაუმჯობესების კუთხით, რათა ავტობუსების სერვისის მდგრადი მუშაობა იქნეს უზრუნველყოფილი და ასევე მოიაზრებს საზოგადოებრივი მომსახურების კონტრაქტის გაფორმებას მერიასა და პროექტის ორგანიზაციას შორის.

 

 „სააღსრულებო პოლიტიკა და პროცედურები“

გულისხმობს ბანკის სააღსრულებო პოლიტიკასა და პროცედურებს, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის ნოემბრით.

 

„ფისკალური წელი“

გულისხმობს მსესხებლის ფისკალურ წელს, რომელიც იწყება ყოველი ცალკეული წლის 1 იანვარს.

 

„თანხის გადაცემის ხელშეკრულება“

გულისხმობს ხელშეკრულებას ბანკისათვის მისაღები ფორმითა და შინაარსით, მერიასა და მსესხებელს შორის თანხის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, საგრანტო შეთანხმების შესაბამისად, რომელიც დროდადრო შესაძლოა შეიცვალოს.

 

„მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ 

გულისხმობს გეგმას, რომელიც მომზადდება მერიის მიერ არაუგვიანეს ამ შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე წლისთავზე, ბანკის მხარდაჭერით და რომელსაც განახორციელებს მერია. გეგმა გამოხატავს მერიისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ხედვას გარემოს დაცვის კუთხით ქალაქისათვის და დაეხმარება მერიას უპასუხოს გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრიორიტეტულ გამოწვევებს და შეასრულოს თავისი ხედვა. მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმის შინაარსი შეიძლება შეიცვალოს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში. 

 

„სესხი“

გულისხმობს ბანკის სესხის ტრანში 1-ის და ტრანში 2-ის ერთიან თანხას, ან თუ კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, ძირითად თანხას, რომელიც დროდადრო იქნება გადასახდელი.

 

 „საზოგადოებრივი მომსახურების კონტრაქტი“

გულისხმობს შეთანხმებას, რომელიც გაფორმდება ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით პროექტის ორგანიზაციასა და მერიას შორის, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროექტის ორგანიზაციის არსებული ავტობუსებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების უზრუნველსაყოფად პროექტის ორგანიზაციასა და მერიას შორის არსებული ურთიერთობების რეგულირების პირობებს (სახელდობრ, მერიის მიერ პროექტის ორგანიზაციისათვის გადასახდელი მომსახურების საფასურის ფორმულას და პროექტის ორგანიზაციის სერვისების რაოდენობასა და ხარისხს), რაც ეფუძნება შესრულების საფუძველზე ანგარიშგების პრინციპს და ბანკისთვის მისაღები ფორმატისა და შინაარსის მქონე შეთანხმებას.

 

„ქვესასესხო ხელშეკრულება“

გულისხმობს ბანკისთვის მისაღები ფორმისა და შინაარსის მქონე ქვესასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება მერიას, პროექტის ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის, რომელიც წარმოდგენილია ფინანსთა სამინიტროს მიერ, ნაწილ 3.01(ა)-ს შესაბამისად, რომელიც დროდადრო შეიძლება, დაექვემდებაროს ცვლილებებს.

 

„დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის პროგრამა“

გულისხმობს პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო კონსულტანტების მიერ შესამუშავებელ და პროექტის ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელ პროგრამას, რომელიც დაფინანსდება დონორ(ებ)ის მიერ და რომელიც დაეხმარება პროექტის ორგანიზაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების წასახალისებლად საჯარო მფლობელობის პრინციპის გაძლიერებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების უზრუნველყოფის სფეროში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდაში და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადობრივი შემეცნების გაზრდაში.

 

„ტრანში 1 EBRD-ის სესხი"

გულისხმობს ნაწილში 2.01(ბ)(1) აღნიშნულ თანხას, ან თუ კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, ძირითად თანხას, რომელიც დროდადრო იქნება გადასახდელი.

„ტრანში 2 EBRD-ის სესხი“

გულისხმობს ნაწილში 2.01(ბ)(2) აღნიშნულ თანხას, ან თუ კონტექსტი სხვაგვარად მოითხოვს, ძირითად თანხას, რომელიც დროდადრო იქნება გადასახდელი.

 

„ტრანში 2 – ხელმისაწვდომობის ვადა“

გულისხმობს თარიღს, რომელზეც ტრანში 2-ის თანხა გახდება ხელმისაწვდომი გადმორიცხვებისათვის, რასაც ბანკი შეატყობინებს მსესხებელს.

 

ნაწილი 1.03. ინტერპრეტაცია

 სხვაგვარად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების კონკრეტულ მუხლზე, ნაწილზე ან დანართზე მითითება გულისხმობს უშუალოდ ამგვარ მუხლზე, ნაწილზე ან დანართზე მითითებას.

 

მუხლი II – სესხის ძირითადი პირობები

ნაწილი 2.01. თანხა და ვალუტა

ა) ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს 5,500,000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი ევრო) წინამდებარე შეთანხმებაში განსაზღვრული ან მინიშნებული პირობების საფუძველზე.

ბ) სესხი შედგება ორი ტრანშისაგან:

(1) ტრანში 1 – 3,200,000 (სამი მილიონ ორასი ათასი ევრო) ("ტრანში 1 EBRD-ის სესხი“); და;

(2) ტრანში 2 – 2,300,000 (ორი მილიონ სამასი ათასი ევრო) („ტრანში 2 EBRD-ის სესხი“)

გ) მიუხედავად ამ შეთანხმებაში გამოხატული ან მინიშნებული საწინააღმდეგო აზრისა, ტრანში 2-ის თანხა არ არის დამტკიცებული და შესაბამისად, ბანკს არ აქვს არანაირი ვალდებულება, გადმორიცხოს რაიმე თანხა ტრანში 2-ის ფარგლებში, იმ შემთხვევისა გარდა, თუ მსესხებლის მოთხოვნის შედეგად, ბანკმა, თავისი შეხედულებისამებრ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მზადაა ტრანში 2-ის თანხა გახადოს ხელმისაწვდომი გადმორიცხვისათვის და აცნობა მსესხებელს ამგვარი პოზიტიური გადაწყვეტილების შესახებ.

დ) სესხის ტრანში 2-ის გადმორიცხვა ასევე ექვემდებარება პირობას, რომ საგრანტო შეთანხმება შესრულდება და ყველა პირობა, რომელიც წინ უძღვის მის ძალაში შესვლას, ან მსესხებლის უფლება გადმორიცხვის მოთხოვნაზე, საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, გარდა სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლისა, შესრულებულია.

ნაწილი 2.02. სესხის სხვა ფინანსური პირობები

(ა) თანხის ჩამორიცხვის მინიმალური ოდენობა იქნება 30,000 ევრო.

(ბ) თანხის წინსწრებით გადახდის მინიმალური ოდენობა იქნება 100,000 ევრო.

(გ) გაუქმების მინიმალური ოდენობა იქნება 100,000 ევრო.

(დ) პროცენტის გადახდის თარიღები იქნება ყოველი წლის 12 იანვარი და 12 ივლისი.

(ე) (1) მსესხებელი გადაიხდის სესხს 14 თანაბარ (ან შეძლებისდაგვარად თანაბარ) ნაწილად, წელიწადში ორი გადარიცხვის საშუალებით – ყოველი წლის პროცენტის გადახდის თარიღებში. სესხის პირველი გადახდის თარიღი იქნება ამ შეთანხმების ხელმოწერიდან მესამე წლისთავი ან მომდევნო უახლოესი თარიღი და ბოლო გადახდის თარიღი იქნება 2027 წლის 12 იანვარი.

(2) ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, როდესაც (i) მსესხებელი არ ჩამორიცხავს მთელ სასესხო რესურსს ნაწილში 2.02(ე) მითითებული სესხის დაფარვის პირველ ვადამდე და (ii) ბანკი გაახანგრძლივებს ნაწილში 2.02(ვ) მითითებული სასესხო რესურსის ხელმისაწვდომობის პერიოდს, იმ პერიოდამდე, რომელიც დაიწყება ასეთი სესხის დაფარვის პირველი ვადის შემდგომ, ყოველ ჯერზე ათვისებული თანხა, რომელიც დაემთხვევა ან გასცდება სესხის დაფარვის პირველ ვადას, თანაბრად გადანაწილდება სესხის დაფარვის დღეებზე თანხის ამგვარი ათვისების შემდგომ (ბანკი თანხების კორექტირებას მოახდენს საჭიროებისამებრ, რათა სრულად მიიღოს სარგო თანხა ყოველ ცალკეულ ჯერზე). ბანკი დროდადრო აცნობებს მსესხებელს ამგვარი გადანაწილების შესახებ.

(ვ) სესხის ხელმისაწვდომობის ბოლო ვადა, ბანკის სესხისათვის იქნება ამ შეთანხმების ხელმოწერიდან მესამე წლისთავი ან უფრო გვიანი თარიღი, რომელსაც ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს და აცნობებს მსესხებელს.

(ზ) წლიური პროცენტი მთლიანი სესხის თანხის – 0.5%.

(თ) სესხი ექვემდებარება ცვალებად საპროცენტო განაკვეთს. ყოველივე ზემოხსენებულის მიუხედავად, მსესხებელმა შეიძლება, მთლიან სესხზე ან მის გადასახდელ ნებისმიერ ნაწილზე ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის გადახდის ალტერნატივის სახით აირჩიოს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის გადახდის ვარიანტი სტანდარტული ვადებისა და პირობების ნაწილის 3.04(გ) შესაბამისად.

ნაწილი 2.03. თანხების ჩამორიცხვა

ხელმისაწვდომი თანხა შეიძლება დროდადრო მოთხოვნილ იქნეს განრიგში 2 მითითებული პირობების შესაბამისად და შემდეგის დასაფინანსებლად (1) გაწეული ხარჯები (ან გასაწევი ხარჯების თუ ბანკი თანხმობას განაცხადებს) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების გონივრული ხარჯის დასაფარად და (2) ადმინისტრირების საკომისიო.

 

მუხლი III – პროექტის განხორციელება

ნაწილი 3.01. პროექტის სხვა მტკიცებულებითი პირობები

 სტანდარტული პირობების მუხლებში IV და V განსაზღვრული ზოგადი ვალდებულებებზე დამატებით, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ბანკთან სხვაგვარად არის შეთანხმებული წერილობით, მსესხებელი:

(ა) თანახმაა, ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების თანახმად, მერიისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სასესხო რესურსი ბანკისთვის მისაღები პირობებით;

(ბ) ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ისარგებლებს საკუთარი უფლებებით იმგვარად, რომ დაიცვას მსესხებლისა და ბანკის ინტერესები, რათა შესაბამისობაში იყოს წინამდებარე შეთანხმების დებულებებთან და მიაღწიოს დასახულ მიზნებს, რისთვისაც გამოიყო სესხი;

(გ) არ გაასხვისებს, შეცვლის, გააუქმებს ან უარყოფს ქვესასესხო ხელშეკრულების ნებისმიერ დებულებას;

(დ) ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა უზრუნველყოს, რომ პროექტის ორგანიზაციამ შეასრულოს პროექტის განხორციელების შეთანხმებით მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება, რომლის მხარეცაა, მათ შორის ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება შემდეგს:

(1). პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.02 განსაზღვრული პროექტის ჯგუფის შექმნა და ფუნქციონირება;

(2). პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.03 განსაზღვრული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა;

(3). პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.04 განსაზღვრული გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები;

(4). პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.05 განსაზღვრული კონსულტანტების დაქირავება და გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში;

(5). პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.06 განსაზღვრული კორპორატიული განვითარების პროგრამის და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის პროგრამის დამტკიცება;

(6). პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 2.07 განსაზღვრულ პროექტთან და პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება და წარმოდგენა;

(7). პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 3.01 განსაზღვრული პროცედურების, ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება, ფინანსური ანგარიშგების შედგენა, აუდიტი და ბანკში წარდგენა პროექტთან ან პროექტის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად; და

(8). პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილით 3.04 განსაზღვრულ პროექტსა და პროექტის ორგანიზაციასთან დაკავშირებული ფინანსური და საოპერაციო ასპექტების ყველა პირობასთან შესაბამისობა.

(ე) მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს მერიის მიერ ხელმოწერილი პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების ფარგლებში დაკისრებული ყველა ვალდებულების შესრულება მერიის მიერ, მათ შორის შემდეგ საკითხებთან მიმართებით:

(1). პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების ნაწილით 2.04 განსაზღვრული კონსულტანტების დაქირავება და გამოყენება პროექტის განხორციელების პროცესში დასახმარებლად;

(2). მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმების დამტკიცება პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების ნაწილის 2.01(15) შესაბამისად;

(3). პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების ნაწილებით 3.01 და 3.02 განსაზღვრული პროექტისა და მერიის ფინანსურ და საოპერაციო ასპექტებთან დაკავშირებული ყველა პირობის დაკმაყოფილება.

(ვ) პროექტის დასრულებისთვის საჭირო შესაბამისი ყველა დამატებითი ქმედების განხორციელება ან განხორციელების უზრუნველყოფა.

 

მუხლი IV – შეწყვეტა, დაჩქარება, გაუქმება

ნაწილი 4.01. შეწყვეტა

 სტანდარტული პირობების ნაწილის 7.01(ა)(xvii) მიზნებისთვის შემდეგი საკითხები განისაზღვრება:

(ა) მსესხებლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სექტორში მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელ სისტემაში ცვლილებებია შესული, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე,

(ბ) პროექტის ორგანიზაციის სტატუსში ცვლილებებია შეტანილი, შეწყვეტილია, გაუქმებულია, ანულირებულია ან მოხსნილია იმგვარად, რომ მნიშვნელოვნად და საზიანოდ ახდენს გავლენას პროექტის ორგანიზაციის საქმიანობაზე ან პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე,

(გ) მერიამ ვერ შეძლო ქვესასესხო ხელშეკრულების, პროექტის მხარდაჭერის შეთანხმების და/ან საზოგადოებრივი მომსახურების კონტრაქტის ფარგლებში, რომელიმეში ან ყველაში ერთად მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება, ან

(დ) პროექტის ორგანიზაციამ ვერ შეძლო პროექტის გნხორციელების შეთანხმების და/ან საზოგადოებრივი მომსახურების კონტრაქტის ფარგლებში თითოეულში ან ყველაში ერთად მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულების შესრულება,

(ე) ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე არ გასხვისებულა პროექტის ორგანიზაციის მფლობელობა სრულად ან ნაწილობრივ მერიისგან მესამე მხარეზე,

(ვ) სტანდარტული პირობების ნაწილებში 7.01 (ა) (i)-(x) აღწერილი რომელიმე ქმედება განხორციელდა საგრანტო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მასში შეტანილი ცვლილებებით.

ნაწილი 4.02. სასესხო შეთანხმების ვადის დაჩქარება

 სტანდარტული პირობების ნაწილის 7.06 (ვ) მიზნებისთვის შემდეგი განისაზღვრება: ნაწილში 4.01 განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენა დადგა.

 

მუხლი V – ძალაში შესვლა

ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობები

 სტანდარტული პირობების ნაწილში 9.02(გ) განსაზღვრული საკითხების მიზნით შემდეგი საკითხები განისაზღვრება წინამდებარე და თითოეული საპროექტო შეთანხმების ამოქმედების დამატებითი პირობის სახით:

(ა) ქვესასესხო ხელშეკრულება და საგრანტო შეთანხმება ბანკისთვის მისაღები ფორითა და შინაარსით ხელმოწერილია და მიწოდებულია, ამოქმედების ყველა წინაპირობა ან თანხების გამოთხოვაზე მერიის უფლება – წინამდებარე შეთანხმების ამოქმედების გარდა ყველა სხვა შემთხვევაში – შესრულებულია;

(ბ) თითოეული საპროექტო შეთანხმება ხელმოწერილი და მიწოდებულია, ასევე თითოეული საპროექტო შეთანხმების ხელმოწერა და მიწოდება ჯეროვნად ავტორიზებული ან რატიფიცირებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო ქმედებით;

(გ) ბანკს მიღებული აქვს პროექტის ორგანიზაციის დებულების დამოწმებული ასლები;

(დ) პროექტის განხორციელების შეთანხმების ნაწილში 2.02 მითითებული პროექტის ჯგუფი ბანკისთვის მისაღები პირობებით განსაზღვრულია ადეკვატური რესურსით და დაკომპლექტებულია კვალიფიცირებული კადრებით ბანკისთვის მისაღები პირობებით.

ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნები

(ა) სტანდარტული პირობების ნაწილის 9.03(ა) მიზნებისთვის სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები მსესხებლის სახელით უნდა გაიცეს იუსტიციის მინისტრის მიერ და ბანკისადმი მიწოდებული ამგვარი დასკვნა ან დასკვნები უნდა მოიცავდეს შემდეგ დამატებით საკითხებს:

1. თითოეული ქვესასესხო ხელშეკრულება (რომელიც სასესხო შეთანხმების ძალაში შესვლის წინაპირობაა) და საგრანტო შეთანხმება უფლებამოსილია ან რატიფიცირებულია მსესხებლის მიერ და მიწოდებულია მსესხებლის სახელით და წარმოადგენს ქმედით და მსესხებლისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე მოთხოვნებს, რომელიც მასში განსაზღვრული პირობების შესაბამისად შესრულდება.

(ბ) სტანდარტული პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის, სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები გაიცემა პროექტის ორგანიზაციის სახელით პროექტის ორგანიზაციის შიდა იურისტის მიერ.

(გ) სტანდარტული პირობების ნაწილის 9.03(გ) მიზნებისთვის, სამართლებრივი დასკვნა ან დასკვნები უნდა გაიცეს მერიის სახელით მერიის უფლებამოსილი პირის მიერ და შემდეგი წარმოადგენს დამატებით საკითხებს ბანკისადმი მისაწოდებელ დასკვნაში ან დასკვნებში გასათვალისწინებლად:

(1) ქვესასესხო ხელშეკრულება ავტორიზებული ან რატიფიცირებულია, ხელმოწერილი და მიწოდებულია მერიის სახელით, წარმოადგენს ქმედით და მერიისთვის იურიდიულად დამავალდებულებელი ძალის მქონე ვალდებულებებს, რომელთა აღსრულება მისი პირობების თანახმად განხორციელდება.

ნაწილი 5.03. შეთანხმების შეწყვეტა ძალაში არ შესვლის მიზეზით

 წინამდებარე შეთანხმების თარიღიდან 180 დღე განისაზღვრება სტანდარტული პირობების ნაწილის 9.04 მიზნებისთვის.

 

მუხლი VI – სხვადასხვა

ნაწილი 6.01. შეტყობინებები

 სტანდარტული პირობების ნაწილის 10.01 მიზნებისთვის განისაზღვრება შემდეგი მისამართები:

 

მსესხებლისთვის:

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,  გორგასლის ქ. №16,

საფოსტო ინდექსი: 0114, თბილისი საქართველო

 

 ადრესატი: სახელმწიფო ვალისა და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი

 ფაქსი: +995-32-2262-423

 

ბანკისთვის:

 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

 საფონდო ბირჟის მოედანი №1,

 ლონდონი, საფოსტო ინდექსი EC2A 2JN

 გაერთიანებული სამეფო

 

 ადრესატი: საოპერაციო ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 ფაქსი: +44-20-7338-6100

 

ზემოთხსენებულზე თანხმობის დასტურად შეთანხმების მხარეები მათი ჯეროვნად უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო შეთანხმებას სამ ეგზემპლარად, (ორი ბანკისათის, ერთი – მსესხებელისათვის) ქალაქ ბათუმში, ზემოთ პირველად მითითებულ დღესა და წელს.

 

საქართველო

 

ხელმომწერი: ______________________________

 სახელი, გვარი: დიმიტრი ქუმსიშვილი

 თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

 

ხელმომწერი: ______________________________

 სახელი, გვარი:ფრანსის მალიჟ

 თანამდებობა: აღმოსავლეთ ევროპისა და

კავკასიის მმართველი დირექტორი

 

განრიგი 1 – პროექტის აღწერა

1. პროექტი მიზნად ისახავს მსესხებლის დახმარებას დაახლოებით 10 ელექტრო და დაახლოებით 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსების შეძენაში.

2. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, რაც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებებს ბანკისა და მსესხებლის შეთანხმების საფუძველზე:

ნაწილი A: კაპიტალური ხარჯები (საინვესტიციო კომპონენტები)

ა) ტრანში 1: დაახლოებით 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსების შეძენა.

ბ) ტრანში 2: დაახლოებით 10 ელექტროავტობუსების და დამტენების შეძენა.

ნაწილი B: ტექნიკური თანამშრომლობა (საკონსულტაციო მხარდაჭერა)

ა) კორპორატიული განვითარების პროგრამა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის პროგრამა.

ბ) მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმა.

3. პროექტის დასრულების მოსალოდნელი თარიღია წინამდებარე შეთანხმების გაფორმების მესამე წლისთავი.

 

განრიგი 2 – კატეგორიები და თანხების ჩამორიცხვა

1. წინამდებარე განრიგს თან ახლავს დანართი, რომელშიც განსაზღვრულია კატეგორიები, სესხის ცალკეულ კატეგორიებში გამოსაყოფი რესურსის ოდენობა და ყოველ ცალკეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული ნაწილი.

2. ზემოთ მოცემული პირველი პარაგრაფის დებულების მიუხედავად, თანხების გადმორიცხვა არ მოხდება სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩამორიცხვა ჯამში არაუმეტეს EBRD-ის ტრანში 1-ის 20%-ს შეადგენს მხოლოდ ავტობუსების შეძენისთვის შეიძლება, გამოიყოს წინამდებარე სასესხო შეთანხმების ხელმოწერამდე გაწეული ხარჯების მიმართებით.

 

განრიგი 2-ის დანართი

 

კატეგორია

გამოყოფილი სესხის მოცულობა სესხის ვალუტაში გამოსახული

ხარჯების დასაფინანსებელი პროცენტული ნაწილი

  1. პროექტის A ნაწილის (ა) კომპონენტისთვის შესაძენი საქონელი, სამუშაოები და მომსახურება
  • ტრანში 1
  • ტრანში 2

 

3,168,000

2,277,000

საკონტრაქტო ღირებულების

100 %-მდე, გადასახადების გამოკლებით

  1. ადმინისტრირების საკომისიო
  • ტრანში 1
  • ტრანში 2

32,000

23,000

100%

ჯამი

5,500,000