„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №2 ცვლილების შეთანხმება“

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №2 ცვლილების შეთანხმება“
დოკუმენტის ნომერი 1061
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 21/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016724
1061
08/02/2022
ვებგვერდი, 29/03/2023
480610000.03.030.016724
„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №2 ცვლილების შეთანხმება“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №2 ცვლილების შეთანხმება“

შესრულებული ვერსია

 (საოპერაციო ნომერი 48104)

 

No.2 ცვლილების შეთანხმება

 

2017 წლის 13 ივლისის სასესხო შეთანხმების

 

(ბათუმის ავტობუსების პროექტი)

 

საქართველოსა

 

და

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს

 

შორის

 

 

თარიღი: 8 თებერვალი, 2022

 

No.2 ცვლილების შეთანხმება

2017 წლის 13 ივლისის სასესხო შეთანხმების

 

ეს ცვლილების შეთანხმება დათარიღებული 2022 წლის 8 თებერვლით,  ფორმდება:

1. საქართველოს („მსესხებელს”); და

2. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა ხელშეკრულების საფუძველზე  (EBRD),  შორის.

 

ვინაიდან,

(ა) მსესხებელმა 2017 წლის 13 ივლისს EBRD-თან გააფორმა სასესხო შეთანხმება, რომელშიც ცვლილება შევიდა 2018 წლის 22 მარტის №1 ცვლილების შეთანხმებით („თავდაპირველი შეთანხმება“, ცვლილებების გათვალისწინებით);

(ბ) მსესხებელსა და EBRD-ს სურთ შეცვალონ თავდაპირველი შეთანხმება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში წინამდებარე No.2 ცვლილების შეთანხმების დებულებების თანახმად და მათთან დაკავშირებით.

ამგვარად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

 

ნაწილი 1. მნიშვნელობები და განმარტებები

(ა) ამ No.2 ცვლილების შეთანხმებაში:

„ცვლილებები“ ნიშნავს ცვლილებებს, განხორციელებულს ან განსახორციელებელს წინამდებარე შეთანხმების მე-2 ნაწილის შესაბამისად.

„ცვლილების ძალაში შესვლის თარიღს“ აქვს წინამდებარე  No.2 ცვლილების შეთანხმების მე-3 ნაწილში მისთვის მინიჭებული მნიშვნელობა.

„თავდაპირველი შეთანხმებას“ აქვს პრეამბულის (ა) ნაწილში მისთვის მინიჭებული მნიშვნელობა.

(ბ) თავდაპირველ შეთანხმებაში განსაზღვრულ ტერმინებს (პირდაპირ ან სხვა შეთანხმებაზე ან ინსტრუმენტზე მითითებით), თუ აქ სხვაგვარად არ განისაზღვრა, გააჩნიათ წინამდებარე No.2  ცვლილების შეთანხმებაში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობა. თავდაპირველი შეთანხმების 1.03 ნაწილის დებულებებს ექნება იგივე ძალა თითქოს გაწერილია წინამდებარე No.2 ცვლილების შეთანხმებაში, შესაბამისად.

(გ) თავდაპირველი შეთანხმება და წინამდებარე No.2 ცვლილების შეთანხმება წაიკითხება და აღიქმება როგორც ერთი დოკუმენტი.           

ნაწილი 2. ცვლილება და უწყვეტობა

(ა) ცვლილების ძალაში შესვლის თარიღიდან და ამ თარიღში თავდაპირველი შეთანხმება შეიცვლება No.2 ცვლილების შეთანხმების I განრიგში აღწერილი ცვლილებებით.

(ბ) თავდაპირველი შეთანხმების დებულებები, წინამდებარე No.2 ცვლილების შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებების ჩათვლით, გააგრძელებს მოქმედებას სრული ძალითა და ეფექტით.

ნაწილი 3. ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი

 (ა) გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკი და მსესხებელი სხვაგვარად შეთანხმდებიან, წინამდებარე ცვლილების შეთანხმება No.2 შევა ძალაში იმ თარიღში, როცა ბანკი მსესხებელს გაუგზავნის შეტყობინებას, ბანკის მიერ მტკიცებულების მიღების თაობაზე ან უარყოფის თაობაზე, რომ წინამდებარე No.2 ცვლილების შეთანხმება მსესხებლის სახელით შესრულებულ და მიწოდებულ იქნა, რაც არის სათანადოდ უფლებამოსილი ან რატიფიცირებული ყველა საჭირო სამთავრობო და კორპორაციული ქმედებით („ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი“).

(ბ) თუ ცვლილების ძალაში შესვლის თარიღი არ დადგა 2022 წლის 31 მაისისთვის, ეს ცვლილების შეთანხმება No.2 იქნება გაუქმებული, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან მხარეები.

ნაწილი 4. სხვადასხვა

(ა) 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული სტანდარტული ვადებისა და პირობების ყველა დებულება ასახულია და ეხება ამ No.2 ცვლილების შეთანხმებას იმავე ძალით და ეფექტით, როგორც ამ დოკუმენტში სრულად გაწერის შემთხვევაში.

(ბ) ყველა მინიშნება „შეთანხმებაზე“ თავდაპირველ სასესხო შეთანხმებაში და ყველა მითითება თავდაპირველ სასესხო შეთანხმებაზე ყველა ინსტრუმენტსა და შეთანხმებაში, რომლებიც შესრულდება ამის შემდეგ, გულისხმობს თავდაპირველ სასესხო შეთანხმებას, რომელიც შეცვლილია ამ ცვლილების შეთანხმების მიხედვით. 

(გ) ეს შეთანხმება შეიძლება შესრულდეს რამდენიმე ეგზემპლარად, თითოეული მათგანი უნდა ჩაითვალოს ორიგინალად, მაგრამ ყველა მათგანი ერთად უნდა წარმოადგენდეს ერთსა და იმავე შეთანხმებას.

აღნიშნულის დასტურად, მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ მათი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელი მოაწერეს წინამდებარე No.2 ცვლილების შეთანხმებას ზემოთ მითითებულ დღესა და წელს. 

საქართველო

______________________
სახელი: ლაშა ხუციშვილი

თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

 ______________________
სახელი: კატარინა ბიორლინ ჰანსენი      
თანამდებობა: კავკასიის რეგიონული დირექტორი

 

 

განრიგი 1

თავდაპირველი შეთანხმების ცვლილება

თავდაპირველი შეთანხმება შეიცვლება შემდეგნაირად:

1. ნაწილი 2.01(ბ) წაიშლება სრულად და ჩანაცვლდება შემდეგით:

(ბ) სესხი შედგება ორი ტრანშისგან:

1. ტრანში 1  3,200,920.33 (სამი მილიონ ორასი ათას ცხრაას ოცი ევრო და ოცდაცამეტი ცენტი) („EBRD სესხის ტრანში 1“); და

2. ტრანში 2  2,299,079.67 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამოცდაცხრამეტი ევრო და სამოცდაშვიდი ცენტი) („EBRD სესხის ტრანში 2“).

2. სასესხო შეთანხმების განრიგი I-ის პარაგრაფი 2 (პროექტის აღწერა) წაიშლება სრულად და ჩანაცვლდება შემდეგით:

ნაწილი A: კაპიტალური ხარჯები (საინვესტიციო კომპონენტები)

ა) ტრანში 1. დიზელის ავტობუსების შესყიდვა;

ბ) ტრანში 2. დაახლოებით 10 ელექტრო ავტობუსისა და დამტენების შესყიდვა;

გ) ტრანში 2. ელექტრონული საინფორმაციო დაფების შესყიდვა.

 

ნაწილი B: ტექნიკური თანამშრომლობა (საკონსულტაციო მხარდაჭერა)

ა) კორპორატიული განვითარების პროგრამა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის პროგრამა;

ბ) მწვანე ქალაქების სამოქმედო გეგმა.

3. თავდაპირველი სასესხო შეთანხმების განრიგი 2-ის დანართი წაიშალოს სრულად და ჩანაცვლდეს შემდეგით:

 

განრიგი 2-ის დანართი

კატეგორია

გამოყოფილი სესხის მოცულობა სესხის ვალუტაში გამოსახული

ხარჯების დასაფინანსებელი პროცენტული ნაწილი

  1. პროექტის A ნაწილის (ა), (ბ) და (გ) კომპონენტებისთვის  შესაძენი საქონელი, სამუშაოები და მომსახურება

  • ტრანში 1
  • ტრანში 2

3,168,920.33

2,276,079.67

საკონტრაქტო ღირებულების 100 %-მდე, გადასახადების გამოკლებით

   2. ადმინისტრირების საკომისიო

  • ტრანში 1
  • ტრანში 2

32,000

23,000

100%

ჯამი

5,500,000