დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 132/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010010.18.011.016857 |
|
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განმარტების, სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის გამოთვლის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გათვალისწინების წესის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №194/04 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 29/08/2018; ს/კ: 220010010.18.011.016333) დანართი №1-ის მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საკრედიტო შუამავალი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის გამსესხებელი და ფინანსურ ორგანიზაციასთან არსებული ხელშეკრულების/შეთანხმების შესაბამისად ახორციელებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ საქმიანობას: დ.ა) მსესხებლებს წარუდგენს/სთავაზობს სასესხო პროდუქტებს; დ.ბ) მსესხებლებს ეხმარება სესხის ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებში; დ.გ) მსესხებელთან გამსესხებლის სახელით დებს სესხის ხელშეკრულებას; დ.დ) მსესხებლებს ამისამართებს გამსესხებელთან სასესხო პროდუქტების შეთავაზებების მისაღებად/პირობების გასაცნობად; ე) სესხის მთლიანი თანხა (ძირითადი თანხა) – სესხის ხელშეკრულებით დადგენილი მთლიანი მისაღები თანხის მაქსიმალური შესაძლო ოდენობა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები