საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი

საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი
დოკუმენტის ნომერი 40/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 06/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016415
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40/2018
06/08/2018
ვებგვერდი, 07/08/2018
010190020.15.008.016415
საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/08/2018 - 31/05/2021)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №40/2018

2018 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 30-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 და 33-ე პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დაევალოს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს:

1. ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში, განსაზღვროს სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი/თანამშრომლები.

2. ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში, აცნობოს/გაუგზავნოს საერთო სასამართლოებს:

ა) აღნიშნული დადგენილება;

ბ) შესაბამისი თანამშრომლის/თანამშრომლების სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი);

გ) სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების არამატერიალური ფორმით მიღებისთვის განკუთვნილი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

მუხლი 3
დაევალოს ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტსა და ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს, ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში, სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად შესაბამისი ბანერის განთავსება.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
ეს წესი განსაზღვრავს საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესს.

მუხლი 2. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ განთავსება
სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინებას ცესკო მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განათავსებს საკუთარ ვებგვერდზე, თვალსაჩინოდ, შესაბამის ბანერზე: „სასამართლოს განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ“.

მუხლი 3. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოსთვის გაგზავნის ფორმა
შესაბამისი სასამართლო განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ ცესკოს უგზავნის მატერიალური (იურიდიულ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.)  ან/და არამატერიალური ფორმით  ელექტრონულად, (ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ganchineba@cec.gov.ge).

მუხლი 4. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების რეგისტრაცია და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტისთვის გადაცემა
1. საარჩევნო პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მატერიალური (იურიდიულ მისამართზე: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13კმ.) ან/და არამატერიალური ფორმით (ganchineba@cec.gov.ge) შემოსული სასამართლოს განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ, მიღებისთანავე რეგისტრირდება ცესკოს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების მიერ და გადაეცემა იურიდიულ დეპარტამენტს ცესკოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ განსათავსებლად.

2. 18:00 საათის შემდეგ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მატერიალური ფორმით შემოსული სასამართლოს განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ, შემოსვლისთანავე გადაეცემა იურიდიულ დეპარტამენტს ცესკოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ განსათავსებლად. აღნიშნული განჩინება ცესკოს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების მიერ რეგისტრირდება მომდევნო სამუშაო დღეს.

3. 18:00 საათის შემდეგ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არამატერიალური ფორმით შემოსული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების შემოსვლის შემოწმებას, განთავსებას და ცესკოს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილებისათვის გადაცემას ახორციელებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი. საქმისწარმოების განყოფილება აღნიშნული განჩინების რეგისტრაციას ცესკოს კანცელარიაში ახორციელებს მომდევნო სამუშაო დღეს (რაც არ წარმოადგენს შესაბამისი განჩინების ცესკოში შემოსვლის თარიღს და დროს).


მუხლი 5. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული
1. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ განთავსებას უზრუნველყოფს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი.

2. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლის/თანამშრომლების ვინაობას, რომელიც ახორციელებს სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების არამატერიალური ფორმით შემოსვლის შემოწმებას და ცესკოს  ვებგვერდზე განთავსებას, განსაზღვრავს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

3. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული თანამშრომელი (თანამშრომლები) მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების არამატერიალური ფორმით შემოსვლის შემოწმებას ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ganchineba@cec.gov.ge.

4. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული თანამშრომელი/თანამშრომლები სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინებას მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განათავსებს ცესკოს ვებგვერდზე.


მუხლი 6. იურიდიული დეპარტამენტის მიერ განჩინებების აღრიცხვის წარმოება
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი ახდენს ნებისმიერი ფორმით შემოსული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების აღრიცხვას მის მიერ წარმოებულ განჩინებების აღრიცხვის ჟურნალში, შემოსვლის დროისა და თარიღის მითითებით, რაც დასტურდება შესაბამისი პირების მიერ ხელმოწერით.