„საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს №40/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 31/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016546
18/2021
31/05/2021
ვებგვერდი, 31/05/2021
010190020.15.008.016546
„საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს №40/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს №40/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №18/2021

2021 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

„საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს №40/2018 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საარჩევნო დავებზე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოს ვებგვერდზე განთავსების წესი” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 6 აგვისტოს №40/2018 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 07/08/2018, 010190020.15.008.016415) განსაზღვრული წესის მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების ცესკოსთვის გაგზავნის ფორმა

შესაბამისი სასამართლო განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ განჩინებას სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ ცესკოს უგზავნის მატერიალური (იურიდიულ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138) ან/და არამატერიალური ფორმით ელექტრონულად, (ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ganchineba@cec.gov.ge).

მუხლი 4. სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების რეგისტრაცია და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტისთვის გადაცემა

1. საარჩევნო პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მატერიალური (იურიდიულ მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №138) ან/და არამატერიალური ფორმით (ganchineba@cec.gov.ge) შემოსული სასამართლოს განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ, მიღებისთანავე რეგისტრირდება ცესკოს მდივნის აპარატის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების განყოფილების მიერ და გადაეცემა იურიდიულ დეპარტამენტს ცესკოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ განსათავსებლად.

2. 18:00 საათის შემდეგ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მატერიალური ფორმით შემოსული სასამართლოს განჩინება სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ, შემოსვლისთანავე გადაეცემა იურიდიულ დეპარტამენტს ცესკოს ვებგვერდზე დაუყოვნებლივ განსათავსებლად. აღნიშნული განჩინება ცესკოს მდივნის აპარატის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების განყოფილების მიერ რეგისტრირდება მომდევნო სამუშაო დღეს.

3. 18:00 საათის შემდეგ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არამატერიალური ფორმით შემოსული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ სასამართლოს განჩინების შემოსვლის შემოწმებას, განთავსებას და ცესკოს მდივნის აპარატის (დეპარტამენტი) საქმისწარმოების განყოფილებისათვის გადაცემას ახორციელებს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტი. საქმისწარმოების განყოფილება აღნიშნული განჩინების რეგისტრაციას ცესკოს კანცელარიაში ახორციელებს მომდევნო სამუშაო დღეს (რაც არ წარმოადგენს შესაბამისი განჩინების ცესკოში შემოსვლის თარიღს და დროს).”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი