საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3276-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.019074
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3276-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 09/08/2018
090000000.05.001.019074
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/12/2018 - 08/05/2019)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 ნაწილი:

„321. ამ კოდექსის XVI​1 თავის მიზნებისთვის, ზედამხედველი მოსამართლე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აკონტროლებს:

ა) ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ჩატარებას კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით;

გ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით.“.

2. 34-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.“.

3. 35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. საგამოძიებო ქვემდებარეობა

საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს საქართველოს  გენერალური პროკურორი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 36. ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა

ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს საქართველოს  გენერალური პროკურორი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

4. 50-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) სახელმწიფო ინსპექტორს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით, იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც სახელმწიფო ინსპექტორს;“.

5. 56-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. თუ პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“;

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გაირკვევა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც დაზარალებულს წერილობით ეცნობება. დაზარალებულს უფლება აქვს, პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე პროკურორის გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.“.

6. 106-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.

7. 143​3 მუხლის:

ა) მე-5 და 5ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო, თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ განჩინება მოსამართლემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა, სასამართლოს მიერ ერთი განჩინება (განჩინების მე-4 ეგზემპლარი), რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს.

5​1. ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში.“;

ბ) 54−56 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​4. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ელექტრონული სახით და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, სახელმწიფო ინსპექტორი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.

5​5. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, სახელმწიფო ინსპექტორი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან/და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.

5​6. ამ მუხლის 5​4, 55, 58 და 5​9 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურორი წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს, რომელიც მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო ვალდებულია მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრიდან 24 საათის ვადაში უზრუნველყოს:

ა) ამ მუხლის 5​4 და 55 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამ განჩინების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიწოდება;

ბ) ამ მუხლის 5და 59 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამ განჩინების ზედამხედველი მოსამართლისათვის მიწოდება.“;

გ) 56 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 57−510 ნაწილები:

„57. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის ზედამხედველი მოსამართლისათვის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.

58. თუ ზედამხედველი მოსამართლისათვის ელექტრონული სახით და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, ზედამხედველი მოსამართლე ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან/და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

59. თუ ზედამხედველი მოსამართლისათვის  ელექტრონული სახით ან/და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, ზედამხედველი მოსამართლე ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან/და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

510. ამ მუხლის 51, 54, 55 და 62 ნაწილები არ ვრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემთხვევებზე.“;

დ) 62  ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6​2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.“;

ე) 6ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 64 ნაწილი:

„6​4. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს ზედამხედველ მოსამართლეს. ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.“;

ვ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ განჩინება მოსამართლემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა, სასამართლოს მიერ ერთი განჩინება (განჩინების მე-4 ეგზემპლარი), რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით  მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს.“.

8. 1434 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ჩატარებას აკონტროლებს ზედამხედველი მოსამართლე კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით.“.

9. 143​6 მუხლის:

ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება შეაჩეროს სახელმწიფო ინსპექტორმა კონტროლის ელექტრონული სისტემით, თუ:

ა) მისთვის ამ კოდექსის 143​3 მუხლის 5​1 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

ბ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

გ) მისთვის ამ კოდექსის 143​3 მუხლის 6​2 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 6​2 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს;

ვ) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 143​3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვევა.“;

ბ) მე-5 ნაწილის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51−510 ნაწილები:

„51. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება შეაჩეროს ზედამხედველმა მოსამართლემ ელექტრონული სისტემით, თუ:

ა) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 57 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

ბ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

გ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 64 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 64 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის პროკურორის დადგენილების მატერიალური (დოკუმენტური) სახის ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს;

ვ) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 143​3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვევა.

52. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში სააგენტო მისი შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის პროკურორს ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

53. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, ზედამხედველი მოსამართლისათვის მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო.

54. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, ზედამხედველი მოსამართლისათვის განჩინების ეგზემპლარის მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო.

55. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, ზედამხედველი მოსამართლისათვის  პროკურორის  დადგენილების  მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს პროკურორი ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

56. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პროკურორის დადგენილებაში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემის შესაბამისი წესით მითითებას და ამ დადგენილების სააგენტოსა და ზედამხედველი მოსამართლისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პროკურორი ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

57. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან პროკურორის  დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის ზედამხედველი მოსამართლისათვის ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

58. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს ზედამხედველი მოსამართლის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით სასამართლოს განჩინების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

59. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს ზედამხედველი მოსამართლის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით პროკურორის დადგენილების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.  

510. ამ მუხლის მე-5 და მე-7−მე-13 ნაწილები არ ვრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემთხვევებზე.“;

გ) მე-7−მე-14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო.

8. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის განჩინების ეგზემპლარის მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო.

9. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის პროკურორის დადგენილების მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

10. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პროკურორის დადგენილებაში ამ კოდექსის 143​3 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემის შესაბამისი წესით მითითებას და ამ დადგენილების სააგენტოსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის წარდგენას უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

11. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

12. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით სასამართლოს განჩინების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

13. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით პროკურორის დადგენილების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

14. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე ადგენს ოქმს. ოქმში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი, მისი დაწყებისა და დასრულების დრო, ოქმის შედგენის ადგილი, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი, ხოლო ამ კოდექსის 143​1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას − აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი. ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ წარუდგენს მას პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. თუ ამ ნაწილით განსაზღვრული ოქმი შედგენილ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შესახებ, ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ წარუდგენს მას პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრს და ზედამხედველ მოსამართლეს. ოქმი ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გადაეცემა აგრეთვე დაცვის მხარეს.“.

10. 1438 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ან მათი ზემდგომი პროკურორი, იმ მოსამართლის ან იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით დადასტურებული ოქმი გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე − ზედამხედველ მოსამართლეს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.“.

11. 167-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თუ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანხმობა არ მისცა სახელმწიფო ინსპექტორის, გენერალური აუდიტორის, მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი;“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის, სახელმწიფო ინსპექტორის,  დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებულ წესს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.“.

12. 168-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაზარალებულს უფლება აქვს, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.“.

13. 169-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. სახელმწიფო ინსპექტორისა და გენერალური აუდიტორის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრისა და საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის ბრალდებისათვის აუცილებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობა.“.

14. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 173. იმუნიტეტი დაკავებისას

არ შეიძლება დაკავებულ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენერალური აუდიტორი, საქართველოს სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“.

15. კოდექსს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 1911 მუხლი:

„მუხლი 1911. მოსამართლის უფლებამოსილება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის  განხორციელების ან შესაძლო განხორციელების შემთხვევაში

1. თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს.

2. თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის/ მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ან/და თუ მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა ან შესაძლოა განხორციელდეს წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, მოსამართლე უფლებამოსილია განჩინებით დაავალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს ასეთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  აუცილებელი განსაკუთრებული ზომების მიღება.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული გამოძიება დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი საგამოძიებო ქვემდებარეობის წესების შესაბამისად.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე-3 მუხლის 32 1 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის მე-3 მუხლის  321 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლები ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3823 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4265 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3276-რს