დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3290-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260080.05.001.019085 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (27/12/2018 - 28/06/2019)
|
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი: „ე2) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 58 მუხლი: „მუხლი 58. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის სპეციალური წოდებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4266 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. |
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3290-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები