დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3288-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.05.001.019098 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო ინსპექტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების პროექტებისა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) სამართლებრივი დასკვნისთვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.“. 2. 27-ე მუხლის 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. სახელმწიფო ინსპექტორის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი №4250 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №4595 – ვებგვერდი, 08.05.2019წ. |
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3288-რს |
დოკუმენტის კომენტარები