საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3277-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 080000000.05.001.019073
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3277-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 09/08/2018
080000000.05.001.019073
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3521 მუხლი:

„მუხლი 3521. სახელმწიფო ინსპექტორზე ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე ზემოქმედება

1. სახელმწიფო ინსპექტორზე ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოსამსახურეზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 10 მაისიდან.

საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4264 – ვებგვერდი, 29.12.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4603 – ვებგვერდი, 08.05.2019წ.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3277-რს