დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3286-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 320110000.05.001.019080 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (27/12/2018 - 08/05/2019)
|
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს (შემოწმება, განცხადების განხილვა).“. 2. 82 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიწოდება ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 136-ე მუხლებით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4241 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. |
ქუთაისი, 21 ივლისი 2018 წ. N3286-რს |
დოკუმენტის კომენტარები