საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 620
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 08/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
620
26/11/2004
სსმ, 144, 08/12/2004
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/12/2004 - 11/02/2005)

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებით დაისვა საკითხი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შესწავლის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შესწავლის მიზნით არაგეგმური რევიზიისა და შემოწმების ჩატარება.

2. ამ დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული რევიზიისა და შემოწმების პერიოდად განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ მიმართ განხორციელებული ბოლო გეგმური რევიზიისა და შემოწმების შემდგომი პერიოდი.

3. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ანგარიში ამ დადგენილების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ჩატარებული არაგეგმური რევიზიისა და შემოწმების მასალები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას 2005 წლის 15 თებერვლამდე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

 

თბილისი,

2004 წლის 26 ნოემბერი.

№620–IIს