დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 988 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 09/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 216-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ ფინანსური საქმიანობისა და მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების შემოწმების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 26 ნოემბრის დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ანგარიში ამ დადგენილების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ჩატარებული არაგეგმური რევიზიისა და შემოწმების მასალები წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომას 2005 წლის 15 აპრილამდე.“.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2005 წლის 11 თებერვალი.
№988–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები