დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-636 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/08/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080150.22.023.016537 |
2-636
03/08/2018
ვებგვერდი, 08/08/2018
020080150.22.023.016537
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სსიპ –
ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ –
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ
|
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 06 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ :
|
| მუხლი 1 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ –
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სსიპ –
ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ –
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების განსაზღვრის მიზნით, დამტკიცდეს:
|
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა
(დანართი №1).
|
2.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა (დანართი №2).
|
3.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა (დანართი №3).
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 18 ივნისის №43 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის საფუძველზე დამტკიცებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, ამ ფორმების შესაბამისად დამზადებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების მარაგების სრულ ამოწურვამდე და მათი გამოყენების უფლებამოსილება მიენიჭოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირებს.
|
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები