ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016412
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
65
16/07/2018
ვებგვერდი, 17/07/2018
010250050.35.137.016412
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი
ადიგენის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/07/2018 - 16/11/2022)

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №65

2018 წლის 16 ივლისი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ადიგენის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა“ დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  სტაჟირების გავლის სერტიფიკატი “ ფორმა დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 1 ივლისიდან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი



დანართი 1

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად.

2. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანია უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში;

გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ან და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    სახელზე    წარმოადგენს    განცხადებას    ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ;

დ)  უშუალო   ხელმძღვანელი  –  ადიგენის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის  მიერ   განსაზღვრული  პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.

მუხლი 3. სტაჟირების გავლის საერთო წესი და სტაჟიორის სტატუსი

1. საკრებულოში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც წარედგინება ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ან მერიაში, განაცხადის შეტანის საფუძველზე.

2.  სტაჟიორად  მიიღება მხოლოდ  უმაღლესი განათლების  მქონე  პირი  ან  უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით.

3. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

ა)  უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე;

გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას;

დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;

4. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა საკრებულოში უნდა წარმოადგინოს:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ)დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

დ) CV;

ე) ორი ფოტოსურათი (3X4).

5.  განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან.

6. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.

7. სტაჟიორთა მისაღებად პროგრამის ფარგლებში ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით   –   საკრებულოში   სტაჟიორთა   მიღება   განხორციელდება   ყოველწლიურად,   ორ   ნაკადად. პირველი, შემოდგომის  ნაკადი მიიღება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადი – მარტში. სტაჟიორთა მისაღებად პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს განაცხადის შეტანის საშუალებით საკრებულოში სტაჟიორთა მიღება განხორციელდება განაცხადის შეტანის ნებისმიერ პერიოდში.

8.  საკრებულო   შესაბამისი ნაკადისათვის  გათვალისწინებული  ვადის  დაწყებამდე 1 თვით ადრე ბიუროს მიაწვდის ინფორმაციას არსებულ სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ.

9.   ბიუროს  მიერ  კანდიდატების  განაწილების  შემდეგ,  სტაჟირების  დაწყებამდე  10  დღით ადრე, სტაჟირების კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს საკრებულოში და გაიაროს რეგისტრაცია საკრებულოს აპარატში, კანდიდატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამსახური ინფორმაციას აწვდის ბიუროს.

10.  სტაჟირება  ერთჯერადი  ხასიათისაა,  ტარდება  სასწავლო/პროფესიული  გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე.

მუხლი 4. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა

1.  ადიგენის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოში  სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ საკრებულოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%- ით.

2. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

3.   ბიუროს  გარდა  საკრებულოში  სტაჟიორთა  მიღება  ხდება   მსურველთა   მიერ  საკრებულოში  განაცხადით მიმართვის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში სტაჟირება არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

4. სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 9 სთ-დან 18 სთ-მდე.

მუხლი 5. სტაჟიორის უფლება-მოვალეობები

1. სტაჟიორს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით:

ა) გაეცნოს საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის  ფარგლებში  მონაწილეობა  მიიღოს  სხვადასხვა  საკითხზე  გადაწყვეტილების მომზადების პროცესში;

ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას,  მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა);

გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საკრებულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

დ)   უშუალო   ხელმძღვანელის   მითითებით   შეასრულოს   შესაბამისი  სტრუქტურული  ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები;

ე)  სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები.

2. სტაჟიორი ვალდებულია:

ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს საკრებულოს აპარატის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან;

ბ) დაიცვას საკრებულოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები;

გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი.

მუხლი 6. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის  პასუხისმგებლობა სტაჟიორის მიმართ

1.   საკრებულოს აპარატის   ხელმძღვანელი   სტაჟიორს  უქმნის  სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.

2. სტაჟიორის   ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;

ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;

გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში;

დ) სტაჟიორის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ უშუალო ხელმძღვანელად დანიშნული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტაჟიორის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.

მუხლი 7. სტაჟირების  შეწყვეტა

1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:

ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა;

ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

გ) პირადი განცხადება.

2.   სტაჟირების   შეწყვეტის   შესახებ   გადაწყვეტილებას   იღებს   საკრებულოს თავმჯდომარე,   საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.

მუხლი 8. სტაჟირების დასრულება

1.სტაჟირების    ვადის    გასვლის    შემდეგ,    საკრებულოს თავმჯდომარე,   საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის რეკომენდაციით  იღებს  ერთ-ერთ  შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) სტაჟირების  შედეგების  დადებითი შეფასების  შესახებ;

ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.

2.   სტაჟიორის  დადებითად   შეფასების  შემთხვევაში,  სტაჟიორს  ეძლევა   სტაჟირების  წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.


დანართი 2

სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა

 

1. გვარი, სახელი -------------------------------------------------------------------

 

2. დაბადების ადგილი, თარიღი ---------------------------------------------------------

 

3. მოქალაქეობა  --------------------------------------------------------------------

 

4. პირადობის მოწმობის ნომერი --------------------------------------------------------

 

5. ოჯახური მდგომარეობა ---------------------------------------------------------------

6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი: ---------------

------------------------------------------------------

7. განათლება (როდის - რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ) ---------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

8. ამჟამად სწავლობთ თუ არა და სად? ---------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის ნომერი (დიპლომის არსებობის შემთხვევაში) -----------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------

10. რომელ უცხო ენებს ფლობთ?

--------------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------

11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: -----------------------------------------------------------------

 

12. გთხოვთ  ცალკე წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

ბ) CV;

გ) ფოტოსურათი (ზომით 3х4);

დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან (არსებობის შემთხვევაში).


დანართი 3

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი

 

 

სერტიფიკატი გადაეცემა  ------------------------------------------------------------------------------ (სახელი, გვარი)

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  ------------------------------------------------------------

სტაჟირების კურსის წარმატებით დასრულებისათვის

 

 

სტაჟირების პერიოდი:  „-----“  „------------------“  20--- -დან.

 

„-----“  „------------------“  20--- -მდე.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარე

 

------------------------------------------                         --------------------

 

ხელმოწერა                                                           თარიღი.