დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესი“-ს დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016721 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის №65 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2018 010250050.35.137.016412), კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად.“. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც წარედგინება ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ან საკრებულოში, განაცხადის შეტანის საფუძველზე. 2. სტაჟიორტად მიიღება პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური, ასევე არის პროფესიული სტუდენტი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული.“. გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.“. დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები