დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.164.016327 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/07/2018 - 21/08/2018)
|
ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლისა და 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 და მე-5 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის და მე-16 მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. შემოღებულ იქნეს ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია და ცხრილები დასუფთავების მოსაკრებლის შესახებ (დანართი 1).
2. დამტკიცდეს ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ხელშეკრულების ტიპური ფორმა (დანართი 2). 3. დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ტიპური ფორმა (დანართი 3). 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტებრის №15 დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) აწესრიგებს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება მისი დადგენის მომენტისთვის მოქმედი კანონების შესაბამისად, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების, მათ შორის საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების, კაპიტალური და/ან ფინანსირების ხარჯების საფუძველზე, სუბსიდირების შესაძლებლობების გათვალისწინებით და მომსახურების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის პრინციპის დაცვით. 3. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები უნდა განიმარტოს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გამოყენებულ ტერმინთა განმარტების შესაბამისად. მუხლი 2. რეგულირების სფერო 1. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს/კ:441555363) (ოპერატორი) მეშვეობით გაწეული მომსახურებისათვის – მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვისათვის საჭირო ხარჯების (გაწეული მომსახურების) საფასურს, რომელიც ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 2. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას და განთავსებას. 3. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ხიდებს, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებსა და ფერდობებს და გულისხმობს ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდას და ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებას. 4. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის ორგანიზება მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, საბოლოო ადგილზე განთავსებას. მუხლი 3. სამართლებრივი საფუძვლები ინსტრუქციის მიღების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №159 დადგენილება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ და ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №53 განკარგულება. მუხლი 4. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელი არის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე წარმოქმნის მუნიციპალურ ნარჩენს (ნარჩენის წარმომქმნელი). მუხლი 5. მოსაკრებლის გაანგარიშების საფუძვლები 1. მოსაკრებლის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გაწეული მომსახურების კატეგორიები და მომსახურების მიმღები. 2. გაასწევი მომსახურება მოიცავს ტერიტორიის დასუფთავებას, ნარჩენების შეგროვებას და განთავსებას. 3. მომსახურების მიმღები შეიძლება იყოს მოსახლეობა, კომერციული და სამრეწველო ობიექტები. 4. ისეთი ნარჩენების მართვა, რომელიც არ მიეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, ხდება ნარჩენების წარმომქმნელსა და ოპერატორს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, „ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფებისა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემის შემუშავების მეთოდოლოგიის“ საფუძველზე. 5. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, ინდივიდუალური ან საერთო სარგებლობის ურნებით სარგებლობის გათვალისწინებით. მუხლი 6. მოსაკრებლის განაკვეთი 1. ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, შეღავათები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. 2. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დადგენილი დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება სრული ხარჯთაღრიცხვით დადგენილი დანახარჯის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სუბსიდირების საფუძველზე. 3. მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეთათვის, ინდივიდუალური ურნებით მომსახურების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. 4. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად. მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის წესი 1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მომსახურებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის გადახდის გზით. 2. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე. 3. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით. 4. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 5. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე, რომლის საკუთრებაშიც ან სარგებლობაშიც წარმოიქმნება მუნიციპალური ნარჩენები. 6. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 7. მოსაკრებელის გადახდა ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის განხორციელდება ხელშეკრულების (დანართი №2-ის) საფუძველზე. 8. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ). 9. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება. 10. თუ წინასწარგადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. 11. სავალდებულოა მოსაკრებლის გადახდა დადგენილ ვადებში. 12. მოსაკრებლის გადაუხდელობა ან გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები 1. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად. 2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი სამეწარმეო იურიდიული პირი უფლებამოსილია, არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სამსახურის მომსახურებით და მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ პირს, რომელსაც საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე ყვარლის მუნიციპალიტეტს. 3. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე/ მოსარგებლე ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე, მესაკუთრე/ მოსარგებლე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც/სარგებლობაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. 4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან, ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოებს, ორგანიზაციებსა და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ყვარლის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე. მუხლი 10. ზედამხედველობა და დავების გადაწყვეტა 1. ნარჩენების შეგროვების პროცესის მონიტორინგსა და ზედამხედველობას ახორციელებს ყვარლის მუნიციპლიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახური. 2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელსა და ოპერატორს შორის წარმოშობილი დავა წყდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (დანართი №2) და ურთიერთშეთანხმების გზით, ხოლო შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ოპერატორსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 2
|
ხელშეკრულება
ქ.ყვარელი / / /20 წ
ჩვენ, ერთი მხრივ, ყვარლის მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტის მერის სახით, შემდგომში „ყვარლის მუნიციპალიტეტი“, ხოლო, მეორე მხრივ __________________________________________________________________________ (იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების დასახელება, ინდ. მეწარმის საიდენტიფიკაციო კოდის №, მისი მესაკუთრე, მოსარგებლე, დირექტორი, ხელმძღვანელი, რწმუნებული პირი) ___________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი). შემდგომში „იურიდიულ პირად, საწარმოდ, დაწესებულებას, ინდ. მეწარმედ’’ წოდებული, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას.
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეების მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირება და განთავსება.
მუხლი 2. მხარეთა უფლება-მოვალეობები 1. ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნულ მომსახურებას ყვარლის მუნიციპალიტეტი ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს/კ:441555363) მეშვეობით, რომლის შესახებ ინფორმაცია აღინიშნება დასუფთავების მოსაკრებლის შეტყობინებაში. 2. იურიდიული პირები, საწარმოები, დაწესებულებები და ინდ. მეწარმეები ვალდებულები არიან წარმოქმნილი ნარჩენები მოაგროვონ და განათავსონ სპეციალურ ურნებში. 3. იურიდიული პირები, საწარმოები, დაწესებულებები და ინდ. მეწარმეები ვალდებულნი არიან თავად შეიძინონ სპეციალური ბუნკერები და მომსახურე პირთან შეთანხმებით გამოყონ მისი განთავსების ადგილი. 4. მომსახურე პირი ვალდებულია ნაგვის გატანა მოახდინოს _______________________________________________________________________________ (მიეთიოს რა ინტენსივობით, დღის რომელ საათებში)
5. იურიდიული პირი, საწარმო, დაწესებულება და ინდ. მეწარმე უფლებამოსილია სამეწარმეო ან სხვა სახის საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს მოსთხოვოს მოსაკრებლის გადამხდელის ვალდებულების შეწყვეტა ან კორექტირება. 6. მე-5 პუნქტში მოცემულ შემთხვევაში იურიდიული პირი, საწარმო, დაწესებულება და ინდ. მეწარმე ვალდებულია მუნიციპალიტეტს წარუდგინოს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების კორექტირების ან შეწყვეტის საფუძვლები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. 7. მუნიციპალიტეტი უფლებას იტოვებს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.
3. მხარეთა პასუხისმგებლობა 1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. გადამხდელს ეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 2 %-ის გადახდა პირგასამტეხლოს სახით. 3. თითოეული მხარე ვალდებულია დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს დადგენილი წესით, შეთანხმების ფარგლებში. ამასთან თითოეულმა მათგანმა ხელი უნდა შეუწყოს მეორე მხარეს ვალდებულების შესრულებაში. მხარე, რომელიც არღვევს ნაკისრ ვალდებულებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა.
მუხლი 4. ანგარიშსწორების პირობები 1. იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის ყოველთვიური მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ___________ ლარით. 2. მომსახურების ღირებულების გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დასუფთავების მოსაკრებლის შეტყობინების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 3. მხარეები ვალდებულნი არიან დაუყონებლივ აცნობონ ერთმანეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეცვლის შესახებ.
1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე. 2. ხელშეკრულება ძალაშია 20__ წლის ____________________________. 3. თუ მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ვადის ამოწურვამდე არ გამოთქვამენ სურვლს მის შეწყვეტაზე, წინამდებარე ხელშეკრულების ვადა ავტომატურად გრძელდება იმავე ვადით.
მუხლი 6. დავათა გადაწყვეტა 1. ხელშეკრულების მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით. 2. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს სასამართლო.
7. დასკვნითი დებულებანი 1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად და გადაეცემა თითოეულ მხარეს. 2. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა წერილობითი თანხმობით. 3. ურთიერთობები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი / / / / |
დანართი 3 |
დასუფთავების მოსაკრებელი
ქვითარი №
აბონენტის კოდი № - - - - - - - - - - - - - აბონენტი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - მისამართი: - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
20 -- წ - - - - - - - - - - - - - - - -
სულადობა: - - - - - - - - - - გასული პერიოდის დავალიანება: - - ,- - ლარი სულ გადასახდელი: - - -, - - - ლარი
საბანკო რეკვიზიტები: ხაზინის ერთიანი ანგარიში GE24NBO330100200165022, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, დასუფთავების მოსაკრებელი 300563189
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები