„ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 ივლისის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 ივლისის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.164.016464
36
22/12/2022
ვებგვერდი, 26/12/2022
200230000.35.164.016464
„ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 ივლისის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2022 წლის 22 დეკემბერი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 ივლისის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ყვარლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 ივლისის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 11/07/2018 წ. 200230000.35.164.016327), კერძოდ:  დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი



დანართი N1

ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) აწესრიგებს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება მისი დადგენის მომენტისთვის მოქმედი კანონების შესაბამისად, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების, მათ შორის საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების, კაპიტალური და/ან ფინანსირების ხარჯების საფუძველზე, სუბსიდირების შესაძლებლობების გათვალისწინებით და მომსახურების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის პრინციპის დაცვით.

3. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები უნდა განიმარტოს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გამოყენებულ ტერმინთა განმარტების შესაბამისად.

მუხლი 2. რეგულირების სფერო

1. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის, ყვარლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირის „ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურის“ (ს/კ:441555363) (ოპერატორი) მეშვეობით გაწეული მომსახურებისათვის – მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვისათვის  საჭირო ხარჯების (გაწეული მომსახურების) საფასურს, რომელიც ირიცხება  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

2. ყვარლის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას და განთავსებას.

3. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავება მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ხიდებს, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებსა და ფერდობებს და გულისხმობს  ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდას და ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებას.

4. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების მართვის ორგანიზება მოიცავს  ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, საბოლოო ადგილზე განთავსებას.

მუხლი 3. სამართლებრივი საფუძვლები

ინსტრუქციის მიღების სამართლებრივი საფუძველია  საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“, საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №159 დადგენილება „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ და ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21  დეკემბრის №53 განკარგულება.

მუხლი 4. მოსაკრებლის გადამხდელი

მოსაკრებლის გადამხდელი არის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი,  რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე წარმოქმნის მუნიციპალურ ნარჩენს (ნარჩენის წარმომქმნელი).

მუხლი 5.  მოსაკრებლის გაანგარიშების საფუძვლები

1. მოსაკრებლის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გაწეული მომსახურების კატეგორიები და მომსახურების მიმღები.

2. გაასწევი მომსახურება მოიცავს ტერიტორიის დასუფთავებას, ნარჩენების შეგროვებას და განთავსებას.

3. მომსახურების მიმღები შეიძლება იყოს მოსახლეობა, კომერციული და სამრეწველო ობიექტები.

4. ისეთი ნარჩენების მართვა, რომელიც არ მიეკუთვნება საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, ხდება ნარჩენების წარმომქმნელსა და ოპერატორს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, „ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფებისა და დანახარჯების ანაზღაურების სისტემის შემუშავების მეთოდოლოგიის“  საფუძველზე. 

5. მოსაკრებელი გაიანგარიშება  მოსახლეობისათვის  სულადობის  მიხედვით, ხოლო  იურიდიული პირების, ორგანიზაციების,  დაწესებულებების და  ინდ. მეწარმეებისათვის –  დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის  ან/და  ნარჩენების  დაგროვების  ნორმის,  ნარჩენების  სახეობის  მიხედვით, ინდივიდუალური ან საერთო სარგებლობის ურნებით სარგებლობის გათვალისწინებით.

მუხლი 6. მოსაკრებლის განაკვეთი 

1. ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, შეღავათები განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

2. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დადგენილი დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვრება სრული ხარჯთაღრიცხვით დადგენილი დანახარჯის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სუბსიდირების საფუძველზე.

3. მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალური მეწარმეთათვის, ინდივიდუალური ურნებით მომსახურების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.

4. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისთვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.

მუხლი 7. მოსაკრებლის  გადახდის წესი

1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები, ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მომსახურებას ანაზღაურებენ მოსაკრებლის გადახდის გზით.

2. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ყვარლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.

3. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით.

4. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5. მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი  გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე, რომლის საკუთრებაშიც ან სარგებლობაშიც წარმოიქმნება მუნიციპალური ნარჩენები.

6. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. მოსაკრებელის გადახდა  ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის განხორციელდება ხელშეკრულების (დანართი №2-ის) საფუძველზე.

8. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ).

9. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.

10. თუ წინასწარგადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

11. სავალდებულოა მოსაკრებლის გადახდა დადგენილ ვადებში.

12. მოსაკრებლის გადაუხდელობა ან გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად და იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 8. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები

1. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.

2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი სამეწარმეო იურიდიული პირი უფლებამოსილია, არ ისარგებლოს ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური სამსახურის მომსახურებით და მის მიერ წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები შესაგროვებლად და დასამუშავებლად გადასცეს იმ პირს, რომელსაც საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად მინიჭებული აქვს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე ყვარლის მუნიციპალიტეტს.

3. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე/ მოსარგებლე ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობასა და რაოდენობის ცვლილებას. ასევე, მესაკუთრე/ მოსარგებლე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც/სარგებლობაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

4. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან, ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ შესაბამის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

1. მოსაკრებელი არ დაერიცხება  საწარმოებს, ორგანიზაციებსა და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ყვარლის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.

მუხლი 10. ზედამხედველობა და დავების გადაწყვეტა

1. ნარჩენების შეგროვების პროცესის მონიტორინგსა და ზედამხედველობას ახორციელებს ყვარლის მუნიციპლიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახური.

2. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელსა და ოპერატორს შორის წარმოშობილი დავა წყდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების (დანართი №2) და ურთიერთშეთანხმების გზით, ხოლო შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ოპერატორსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სადავო საკითხები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.

გასული წლების დანახარჯები

 
 

 

 

 

მომსახურების ძირითადი სახე

სამუ

შაო ძალა

ავტომა

ნქანებისა და აღჭურვი

ლობის საექსპლუ

ატაციო ხარჯები

სახარჯი მასა

ლები

იჯარის ან ქირის გადასახადი

საკონტ

რაქტო მომსა

ხურება

სესხის და

ფარვა

ცვეთა და/ან   სესხის ძირის და

ფარვის, პროცენტის გადახდა და რეკაპიტალიზაცია

დაუხა

რისხე

ბელი ხარ

ჯები

სულ

 

ქუჩებისა და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება (პარკები და სხვ.)

              197,700

              140,000

              120,500

 

 

 

 

 

458,200 ₾

 

ნარჩენების შეგროვება

              440,320

              340,000

 

 

 

 

 

 

780,320 ₾

 

ნარჩენების განთავსება

 

 

 

 

  

 

 

 

0 ₾

 

ნარჩენების გადამუშავება

 

 

 

 

  

 

  

 

0 ₾

 

სულ

638,020 ₾

480,000 ₾

120,500 ₾

0 ₾

0 ₾

0 ₾

0 ₾

0 ₾

1,238,520 ₾

 

 

დანახარჯების განაწილება - მიწოდებული მომსახურების საფუძველზე

მომსახურების სახე

დანახარჯების

პროგნოზირების საფუძველი

გასული წლების

რეალური დანახარჯები*

პროგნო

ზირებული დანახარჯი

ქუჩებისა და საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავება

ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის

458,200 ₾

990,000 ₾

 

 

 

 

ნარჩენების შეგროვება

ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის

780,320 ₾

550,000 ₾

 

 

 

 

ნარჩენების განთავსება (ნაგავსაყრელის ოპერირების ხარჯი)

ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის.

0 ₾

0 ₾

 

 

 

 

ნარჩენების გადამუშავება

ნებისმიერი შეფასება მხოლოდ მაგალითისთვის

0 ₾

0 ₾

სულ

1,238,520 ₾

1,540,000 ₾

 

შეგროვების დანახარჯების განაწილება მომხმარებლების ტიპების მიხედვით

მომსახურების სახე

პროგნოზირებული დანახარჯი მყარი

ნარჩენების მართვის გეგმიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

მთლიანი პროგ

ნოზირებული დანახარჯი

ნარჩენების შეგროვება

არ არის ცნობილი

550,000

საყოფაცხოვრებო

ნარჩენების დადგენილი მოცულობა ან წონა

70%

385,000 ₾

 

 

 

კომერციული

ნარჩენების დადგენილი მოცულობა ან წონა

10%

55,000 ₾

 

 

 

სამრეწველო

ნარჩენების დადგენილი მოცულობა ან წონა

20%

110,000 ₾

 

 

 

ნარჩენების გადამუშავება (რეციკლირება)

მომსახურება არ წარმოებს

0

სულ

550,000 ₾

 

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების მომსახურება

ხარჯების განაწილება - მომსახურების ტიპის მიხედვით

გასანაწილებელი თანხა

385,000 ₾

მომსახურების სახე

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული თანხის % წილი

კარდაკარ

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

10%

 

38,500 ₾

საერთო კონტეინერები

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

90%

346,500.00 ₾

ბუნკერები

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

0%

0.00 ₾

სულ

385,000 ₾

 

კომერციული ნარჩენების შეგროვების მომსახურება

ხარჯების განაწილება - მომსახურების ტიპის მიხედვით

გასანაწილებელი თანხა

            55,000 ₾

ნარჩენების შეგროვება

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული თანხა

ინდივიდუალური მომსახურების საფასური

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

0%

სულ

0 ₾

საერთო კონტეინერების მომსახურების საფასური

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

100%

სულ

      55,000.00 ₾

 

კომერციული ნარჩენების შეგროვების მომსახურება

 

 

ხარჯების განაწილება - მომსახურების ტიპის მიხედვით

 

 

გასანაწილებელი თანხა

         110,000 ₾

 

 

ნარჩენების შეგროვება

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული თანხა

 

 

ინდივიდუალური მომსახურების საფასური

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

10%

 

 

სულ

11,000 ₾

 

 

საერთო კონტეინერების მომსახურების საფასური

ხელმძღვანელობის მოსაზრება ამ მომსახურების მიწოდებისთვის დახარჯული რესურსების საფუძველზე

90%

 

 

სულ

      99,000.00 ₾

 

 

ხარჯების განაწილება - მყარი ნარჩენების განთავსება

 

გასანაწილებელი თანხა

0 ₾

 

 

 

მომსახურების კატეგორია

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული თანხის % წილი

განაწილებული თანხა

 

საყოფაცხოვრებო

წარმოქმნილი ნარჩენების % წილი

60%

0 ₾

 
 

 

 

კომერციული

წარმოქმნილი ნარჩენების % წილი

10%

0 ₾

 

 

 

სამრეწველო

წარმოქმნილი ნარჩენების % წილი

30%

0 ₾

 

 

 

სულ

0 ₾

 
             

 

 

დასუფთავების მომსახურება

მომსახურების მომხმარებლები

რაოდენობა

ადამიანები ან ბიზნეს

ობიექტები

მოსახლეობის რაოდენობა

                                            41,763

უზრუნველყოფილია ნარჩენების განთავსების მომსახურებით

                                            41,738

არ არის უზრუნველყოფილი ნარჩენების განთავსების მომსახურებით

                                                    25

კომერციული ობიექტები

                                                    40

სამრეწველო ობიექტები

                                                    20

 

დასუფთავების მომსახურება

მომსახურება

რაოდენობა

მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯი

თვეში ერთ სულზე საჭირო ტარიფი

 კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა

განაწილების საფუძველი

 

990,000 ₾

 

 

მთელი მოსახლეობა

41,763

 

1.98 ₾

 

უზრუნველყოფილია შეგროვების მომსახურებით

41,738

 

1.98 ₾

 

არ არის უზრუნველყოფილი შეგროვების მომსახურებით

25

 

3,300.00 ₾

 

 

 

 

 

 

შეგროვების მომსახურება

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების მომსახურება

შემოთავაზებული ტარიფები

მთლიანი დანახარჯი

385,000 ₾

 

 

 

მომსახურება

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული დანახარჯი

 დანახარჯების სრულად ანაზღაურებაზე დამყარებული ტარიფი თვეში ერთ სულზე 

კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა

კარდაკარ

მომსახურების მიმღები ადამიანების რაოდენობა

38500

0.64

3 ₾/ერთ სულზე 12 ₾/ოჯახზე

საერთო კონტეინერები

მომსახურების მიმღები ადამიანების რაოდენობა

346500

0.79

3 ₾/ერთ სულზე 12 ₾/ოჯახზე

ბუნკერები

მომსახურების მიმღები ადამიანების რაოდენობა

0 ₾

#DIV/0!

3 ₾/ერთ სულზე 12 ₾/ოჯახზე

 

 

 

 

 

კომერციული ნარჩენების შეგროვების მომსახურება

შემოთავაზებული ტარიფები

მთლიანი დანახარჯი

55,000 ₾

 

 

 

მომსახურება

დანახარჯების განაწილების საფუძველი

განაწილებული დანახარჯი

დანახარჯების სრულად ანაზღაურებაზე დამყარებული ტარიფი თვეში ერთ ბიზნესზე

 კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა

ინდივიდუალური

კომერციული ობიექტების რაოდენობა რომელიც იღებენ საბაზისო მომსახურებას

0 ₾

#DIV/0!

25.0 ₾/იურიდიული პირზე ან დაწესებულებაზე

ყოველი დამატებითი ურნის ტარიფი


ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დამატებით ურნის დადგმისა და დაცლის საორიენტაციო დანახარჯის საფუძველზე, რომელიც შეადგენს ძირითადი მომსახურების ტარიფის პროცენტულ წილს

100%

#DIV/0!

 

საერთო კონტეინერები

 კომერციული ობიექტების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია ისეთ შენობებში, სადაც კარდაკარ მომსახურება არ ვრცელდება

55,000 ₾

8.33 ₾

25 ₾/იურიდიული პირზე ან დაწესებულებაზე

 

 

 

 

 

სამრეწველო ნარჩენების შეგროვების მომსახურება

შემოთავაზებული ტარიფები

მთლიანი დანახარჯი

110,000 ₾

 

 

 

 

დანახარჯების განაწილების საფუძველი

მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯი

ტარიფები

ტარიფის შეზღუდვები

ინდივიდუალური

კონტრაქტი მომსახურების საფუძველზე, ტარიფის მინიმალური ზღვარი

11,000 ₾

18.33333333

25.0 ₾/იურიდიული პირზე ან დაწესებულებაზე

საერთო კონტეინერები

კონტრაქტი მომსახურების საფუძველზე, ტარიფის მინიმალური ზღვარი

99,000 ₾

165.00 ₾

25.0 ₾/იურიდიული პირზე ან დაწესებულებაზე

 

 

 

 

 

ნარჩენების განთავსების მომსახურება

შემოთავაზებული ტარიფები

გასანაწილებელი თანხა

0 ₾

 

 

 

მომხმარებელთა კლასიფიკაცია

მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯები

დანახარჯების განაწილების საფუძველი

შემოთავაზებული თვიური ტარიფი

 კანონმდებლობთ დადგენილი ტარიფის მაქსიმალური ოდენობა

საყოფაცხოვრებო

0 ₾

მომსახურების მიმღები მოსახლეობა

0.00 ₾

ზღვრული ოდენობა ყველა მომსახურებაზე ერთად არ უნდა აღემატებოდეს 12 ₾ ერთ ოჯახზე/თვეში

კომერციული

0 ₾

ბიზნესის რაოდენობა და ტიპი

0.00 ₾

ზღვრული ოდენობა ყველა მომსახურებაზე ერთად არ უნდა აღემატებოდეს 12 ₾ ერთ ბიზნესზე/თვეში

 

 

 

 

 

სამრეწველო

0 ₾

კონტრაქტები

0 ₾

დანახარჯის სრული ანაზღაურება

სულ

0 ₾

 

 

 

 

შეგროვების მომსახურების მომხმარებლები

 

მომხმარებლები

მომხმარებელთა რაოდენობა

 
 
 

საყოფაცხოვრებო

 

 

კარდაკარ

5000

 

საერთო კონტეინერები

36,738

 

ბუნკერები

0

 

 სულ

41,738

 

კომერციული

 

 

ინდივიდუალური (ურნების რაოდენობა)

0

 

საბაზისო სტანდარტული მომსახურება (ურნების რაოდენობა (1100 ლიტრიან ურნაზე გათვლა)

0

 

დამატებითი კონტეინერი (ურნების რაოდენობა (ურნების რაოდენობა (1100 ლიტრიან ურნაზე გათვლა)

0

 

საერთო კონტეინერები (ურნების რაოდენობა (ურნების რაოდენობა (1100 ლიტრიან ურნაზე გათვლა)

550

 

სულ

550

 

სამრეწველო

 

 

ინდივიდუალური (ურნების რაოდენობა)

50

 

საერთო კონტეინერები (ურნების რაოდენობა)

0

 

სულ

50

 

 

ტარიფები

 

მომხმარებლის ტიპი

მომხმარებლის რაოდენობა

ჯამური ყოველთვიური ტარიფი (შეგროვება და განთავსება) მომსახურების საფასურიდან გამომდინარე

ტარიფის მაქსიმალური ზღვარი

შეთავაზებული
 ტარიფი

 
 

მუნიციპალიტეტი

 

 

 

დასუფთავება

41,763

0.70 ₾

სრული ამოღება

0.70 ₾

 

საყოფაცხოვრებო

41,738

 

 

 

 

კარდაკარ

5,000

0.70 ₾

 

0.70 ₾

 

საერთო კონტეინერები

36,738

0.70 ₾

3.00 ₾

0.70 ₾

 

ბუნკერები

0

0.00 ₾

3.00 ₾

0.00 ₾

 

კომერციული

 

 

 

 

 

ინდივიდუალური (1მ3 ნარჩენზე)

0

0.00 ₾

25.00 ₾

0.00 ₾

 

დამატებითი ურნები (1მ3 ნარჩენზე)

0

0.00 ₾

 

 

 

საერთო კონტეინერები (ფიქსირებული მოსაკრებელი)

550

8.33 ₾

25.00 ₾

8.33 ₾

 

სამრეწველო

 

 

 

 

 

ინდივიდუალური (ფიქსირებული მოსაკრებელი)

50

18.33 ₾

25.00 ₾

18.33 ₾

 

საერთო კონტეინერები (ფიქსირებული მოსაკრებელი)

0

165.00 ₾

25.00 ₾

25.00 ₾

 

 

შემოსავლები

 

მომხმარებლის ტიპი

მომხმა

რებელთა რაოდენობა

მთლიანი თვიური ტარიფი (შეგროვება და განთავსება)

ტარიფის დასაშვები მაქსიმალური ოდენობა

მოსაკრებ

ლების ამოღების მაჩვენებელი %

მთლიანი პროგნოზირებული შემოსავალი მოსაკრებლის ამოღების შერჩეული მაჩვენებლის პირობებში

მთლიანი დანახარჯი

საჭირო სუბსი

დირება

 
 

მუნიციპალიტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

დასუფთავება 

41,763

0.70 ₾

სრული ანაზღაურება

100%

350,599 ₾

990,000 ₾

-639,401 ₾

 

საყოფაცხოვრებო

41,738

 

 

 

 

 

 

 

კარდაკარ

5,000

0.70 ₾

მომსახურება არ არსებობს

100%

42,000.00 ₾

38,500 ₾

3,500.00 ₾

 

ნარჩენების საერთო კონტეინერები

36,738

0.70 ₾

3 ₾/სულზე

100%

308,599 ₾

346,500 ₾

-37,900.80 ₾

 

ნარჩენების ბუნკერები

0

0.00 ₾

3 ₾/სულზე

100%

0 ₾

0.00 ₾

0

 

სულ

350,599 ₾

385,000 ₾

34,401 ₾

 

კომერციული

 

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური

0

0.00 ₾

25

100%

0 ₾

0 ₾

0 ₾

 

დამატებითი ურნები

0

0.00 ₾

 

 

0 ₾

0 ₾

0 ₾

 

საერთო კონტეინერები

550

8.33 ₾

25

100%

55,000 ₾

55,000 ₾

0 ₾

 

სულ

55,000 ₾

55,000 ₾

0 ₾

 

სამრეწველო

 

 

 

 

 

 

 

 

ინდივიდუალური

50

18.33 ₾

25

100%

11,000 ₾

11,000 ₾

0 ₾

 

საერთო კონტეინერები

0

165.00 ₾

25

100%

0 ₾

99,000 ₾

-99,000 ₾

 

სულ

0 ₾

110,000 ₾

110,000 ₾

 

 

სულ

756,198.40 ₾

1,540,000 ₾

-783,802 ₾