დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.016256 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/07/2018 - 24/01/2024)
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 ქლის 27 ნოემბრის №34 დადგენილება (ვებგვერდი, 02.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.151.016172) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განვითარების სამსახურის დებულება
|
მუხლი
1. მერიის
სივრცითი
მოწყობისა
და
არქიტექტურის
განვითარების
სამსახური
1. მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური ) არის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას , მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას , მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვას და ორგანიზებას , მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებას ; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება -განხორციელებას და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადებას . 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად . 3. სამსახურის ადგილსამყოფელია : დ აბა სტეფანწმინდა ,ალ . ყაზბეგის ქუჩა №1. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთუელის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან . 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთუელის ხელმძღვანელი - სამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი . 3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -14 მუხლით . სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით . 4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , ,,საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად . მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს : ა ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას ; ბ ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას , უფლებრივ ზონირებას ; გ ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას ; დ ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას ; ე ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას ; ვ ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას ; ზ ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას ; თ ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების , საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას ; ი ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო -საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას ; კ ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე ბრძანებების შემუშავებას ; ლ ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების , ხიდების , გარე განათების , სანიაღვრე მეურნეობის , მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის , რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას , შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას , მათი განხორციელების კოორდინაციას ; მ ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები