დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.151.016374 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 06/07/2018 სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.151.016256) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1.დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.“. 3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის (დებულების) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის, ინფრასტრუქტურის განყოფილებისა და საჯარო მოხელეებისაგან.“. 4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის (დებულების) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.“. 5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის (დებულების) მე-3 მუხლს დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ნ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელება;“. 6. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს (დებულებას) დაემატოს მე-4 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ფუნქციები: სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და ამავე დარგების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას; ბ) განყოფილების მიერ ცალკეული დარგების რეგულირებას, კოორდინაციასა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავებას; გ) განყოფილების სფეროს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვებას, შეწავლასა და დამუშავებას და მერისათვის დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით მიწოდებას; დ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტროტუარების, სკვერების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო ქსელების, წყალსაცავების, ხიდების, კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაციასა და სხვა ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელებას; ე) მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელებას; ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ელექტროფიცირების, გაზმომარაგების, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების განხორციელების მონიტორინგს; ზ) საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნები მოწესრიგებას; თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები