ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016254
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
29/06/2018
ვებგვერდი, 06/07/2018
010250050.35.151.016254
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2018 - 28/04/2023)

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2018 წლის 29 ივნისი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის  დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
 დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

 


ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ სეთურიძე



დანართი №1

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახურის დებულება

მუხლი  1. არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის  სამსახური

1. მერიის არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომსამსახური ) არის მერიის სტრუქტურული ერთეული , რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო -ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან , არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას , გარე რეკლამის განთავსების , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების , გარე ვაჭრობის , კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის , მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის , მიწათსარგებლობისა და მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე კონტროლს .

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის , მერიის დებულების , ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად .

3. სამსახურის ადგილსამყოფელია აბა სტეფანწმინდა , ალ .ყაზბეგის ქუჩა №1.

მუხლი  2. სამსახურის  სტრუქტურა

1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისსამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან .

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისამსახურის უფროსი , რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე -8 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით . პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისსამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება -მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი .

3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება -მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე -14 მუხლით . სამსახურის საჯარო მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით .

4. სამსახურის საჯარო მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა -გათავისუფლებისა და პროფესიული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით , „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად .

მუხლი  3. სამსახურის  ფუნქციები

1. სამსახურისაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპეტენციის ფარგლებშიუზრუნველყოფს :

) გარე რეკლამის განთავსების , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების , გარე ვაჭრობის , ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებული წესით  შესაბამისობაში  მოყვანაზე  კონტროლს ;

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო -დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს ;

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შენობა -ნაგებობების ფასადების , გზის საფარის , გარე განათების , გამწვანებული ტერიტორიების , ვიტრინების , კომუნიკაციების , ჯიხურებისა და საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების  ტექნიკურ -ესთეტიკურ მდგომარეობაზე კონტროლს ;

) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის , ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლს ;

) მიწათმოსარგებლეთა მიერ მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე ზედამხედველობას ; მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების  და /ან მიწათმოსარგებლის უფლების გარეშე მიწითსარგებლობის ფაქტების გამოვლენას ;

) გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს ;

) ზედამხედველობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება -დაწესებულებების , ორგანიზაციების , იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დანგრეული , დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზემუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან თვითნებურ გაჩეხვაზე , სამშენებლო და /ან შესაკეთებელი სამუშაოების დროს ტერიტორიის დაზიანებაზე ;

) უკანონო , უსახური და ამორტიზებული ჯიხურების , მანქანა -დანადგარების , დახლების , სარეკლამო , სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების , დაფების , ფირნიშების , აბრების , აფიშების , პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენას , მათ აღკვეთას და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე ზედამხედველობას ;

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე  ზედამხედველობას ;

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა -ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო -ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან , ორგანიზაციულ -სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე ;

) არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას , ობიექტის მშენებლობის შეჩერების და /ან დემონტაჟის შემთხვევაში სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებაზე ზედამხედველობას , მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადებას ;

) კონტროლის განხორციელებას საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ -სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე ;

) არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით , მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემას როგორც სამშენებლო ნორმების ან /და სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად დარღვევათა გამოსწორების თაობაზე , აგრეთვე იმ შემთხვევაშიც , როდესაც მშენებლობის ობიექტზე არსებული ან /და შემოტანილი სამშენებლო მასალები , ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ პასუხობენ დადგენილ (პროექტით გათვალისწინებულ ) მოთხოვნებს ; მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევის შემოწმებას და შემოწმების აქტის შედგენას ;

) არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობაზე ინსპექტირების განხორციელება ;

) დამრღვევი ფიზიკური ან /და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს კანონითპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიდადგენილი ზომების მიღებას ;

) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღებას ;

) კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელებას კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე ;

) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49- , 51- , 512, 513, 533, 52- , 55- , 552, 553, 63- , 64- , 65- , 66- , 71- , 73- , 771-772, 103- , 1191, 1271 მუხლის მე -5 ნაწილის , 135- , 1461, 148- , 150-ე ,1501, 151- მუხლის მე -3 ნაწილით , 1512, 152- , 1522, 1534, 159- , 1591 მუხლებით , „საქართველოს საარჩევნო კოდექსისმე -80 მუხლით და საქართველოს კანონისნარჩენების მართვის კოდექსი “ 33- და 34- მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევებზე , აგრეთვე , განიხილოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771-772, 103- , 1191, 135- , 1461, 148- მუხლის მე -4 ნაწილის , 151- მუხლის მე -3 ნაწილით და 1512 გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები ;

) მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლს და ზედამხედველობას ;

) კონტროლს სამსახურის კომპეტენციებში შემავალ საკითხებზე მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების  დაცვაზე ;

) არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირებას ;

) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობის უფლებით გაცემული სასოფლო და არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწების სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის ამოღების ორგანიზებას ;

) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების , მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ;

) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას ;

) საქართველოს კანონმდებლობით , მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას .

2. ამ დებულებით და კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია :

) მოახდინოს მშენებლობა დამთავრებული შენობა -ნაგებობის ვარგისად აღიარება (ექსპლუატაციაში მიღება );

) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტებზე ტექნიკურ და სამშენებლო , სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე , შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია ;

) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები , კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება , დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე ;

) გააკონტროლოს საქალაქო მეურნეობის , კეთილმოწყობის , მიწათსარგებლობის , გარე იერსახის , გარე რეკლამის განთავსების , საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის , ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დაცვა და სანიტარიული მდგომარეობა ;

) გამოავლინოს და მოამზადოს დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის , კანონმდებლობის დარღვევით აშენებული , აღდგენილი , რეკონსტრუირებული ან /და დამონტაჟებული შენობა -ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ ;

) ფიზიკური ან /და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი და /ან არასაცხოვრებელი ფართობი , მშენებლობის მიმდინარეობის დროს დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მითითება დარღვევის აღმოფხვრის შესახებ ;

) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები;

) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში მშენებლობის დამკვეთისა ან /და მშენებელი ორგანიზაციისაგან მოითხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება ;

) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის , დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მერს წარუდგინოს წინადადებები მერიის სტრუქტურული ერთეულების , უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლების , სპეციალისტებისა და ექსპერტების მოწვევის თაობაზე .