დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/07/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.132.016399 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/07/2018 - 27/12/2018)
|
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 262 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარით. |
| მუხლი 2 |
განისაზღვროს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი
M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის 20 (ოცი) ლარით.
|
| მუხლი 3 |
ნებართვის გაცემის ფასის გადამხდელია ნებართვის მფლობელი. |
| მუხლი 4 |
ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის გადახდა ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. |
| მუხლი 5 |
ნებართვის ფასის გადახდის ვადები:
1. M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის ფასის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად, გადახდის თვის არაუგვიანეს 10 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის M2 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით; 2. M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის ფასის გადახდა ხორციელდება ყოველკვარტალურად, მომდევნო კვარტლის პირველი თვის არაუგვიანეს 15 რიცხვამდე, სამარშრუტო ხაზზე დადგენილი საერთო რაოდენობის M3 კატეგორიის ავტობუსების რაოდენობაზე გადამრავლებით. |
| მუხლი 6 |
სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასი განისაზღვროს 20 (ოცი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები