„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016424
76
27/12/2018
ვებგვერდი, 04/01/2019
010250050.35.132.016424
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №76

2018 წლის 27 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესა­ბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
„ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგო­რიის ავტობუსებისათვის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №51 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132.016399) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 1

განისაზღვროს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის შემდეგი დიფერენცირებით:

ა) 01 იანვრიდან – 30 აპრილის ჩათვლით 20 (ოცი) ლარის ოდენობით;

ბ) 01 მაისიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე