დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 230 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 14/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.020545 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/05/2018 - 27/07/2018)
|
„ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/03/2012, 340170000.10.003.016763) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ბიზნესოპერატორის ჰიგიენური პირობების შემოწმების მიზნით, რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ვალდებულია, იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით – „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესით“, ტექნიკური რეგლამენტით – სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესითა“ და ამ დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით“. 2. დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის“: ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საცალო ვაჭრობის პუნქტზე, გარდა იმ საცალო ვაჭრობის პუნქტებისა, სადაც ხორციელდება თევზჭერის შედეგად მოპოვებული პროდუქტის, კვერცხის, გაყინული ფრინველის ხორცის რეალიზაცია საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით;“; ბ) დაემატოს 171 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 171. გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა და ეტიკეტირება 1. საცალო ვაჭრობაში საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით განთავსებული გაყინული ფრინველის ხორცი უნდა იყოს შეფუთული. 2. საცალო ვაჭრობაში (გარდა სადისტრიბუციო ტერმინალების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში არსებული სასადილოების, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების, რესტორნებისა და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევი ობიექტების) განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის ნაწილებს. 3. შეფუთვაზე განთავსებულ უნდა იქნეს ეტიკეტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“; გ) 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა ნედლი რძის წარმოებას ან/და შეგროვებას, უნდა უზრუნველყოს, რომ ნედლი რძე მიღებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იდენტიფიცირებული ცხოველისაგან.“. |
მუხლი 2 |
1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის პირველი აგვისტოდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები