დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 მაისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 377 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/07/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.020693 |
|
„ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 მაისის №230 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 მაისის №230 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/05/2018, 340170000.10.003.020545) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი: „მუხლი 171. გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა და ეტიკეტირება 1. საცალო ვაჭრობაში საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით განთავსებული გაყინული ფრინველის ხორცი უნდა იყოს შეფუთული. 2. საცალო ვაჭრობაში (გარდა სადისტრიბუციო ტერმინალების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში არსებული სასადილოების, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების, რესტორნებისა და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევი ობიექტებისა) განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ერთ ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის ტანხორცის ერთნაირი ნაწილებიდან მიღებულ ნაჭრებს. 3. შეფუთვაზე განთავსებული უნდა იქნეს ეტიკეტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები