სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016591
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
44
18/05/2018
ვებგვერდი, 21/05/2018
120010000.22.026.016591
სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/05/2018 - 28/01/2022)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №44

2018 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

,,სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.

2. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, რაც აისახება კონტრაქტში. კონტრაქტის ხანგრძლივობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს აქტიურ რეზერვში მისაღებ კანდიდატთა შერჩევის კომისია.

3. კონტრაქტის გაფორმების უფლებამოსილება დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში მიენიჭოს:

ა) სარდალს;

ბ) ეროვნული გვარდიის უფროსს;

გ) სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს;

დ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს;

ე) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსს;

ვ) კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსს;

ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია