„სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.017070
30
03/05/2023
ვებგვერდი, 04/05/2023
120010000.22.026.017070
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №30

2023 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

„სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №44 ბრძანების (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016591) №1 დანართით დამტკიცებული სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, რაც აისახება კონტრაქტში. კონტრაქტის ხანგრძლივობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ორი, სამი ან ოთხი წლის ვადით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა და ყოველი მომდევნო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ.“.

3. ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთან გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმის მე-6 მუხლის 6.5. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6.5. ამ მუხლის 6.4 პუნქტი არ ვრცელდება:

ა) ამ კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.5 პუნქტის „გ“ და „დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებზე;

ბ) მეორე ან მომდევნო კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე