სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ

სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 18/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016593
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
46
18/05/2018
ვებგვერდი, 21/05/2018
120010000.22.026.016593
სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/05/2018 - 15/02/2024)

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №46

2018 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესის დამტკიცების შესახებ

„სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების წესი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივნისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



სამხედრო სარეზერვო სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირთა გამოძახების  წესი

მუხლი 1
1. ეს წესი განსაზღვრავს აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირების საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში გამოძახებას.

2. აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირების სარეზერვო სამსახურში გამოძახება ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) საომარი მდგომარეობის დროს;

ბ) საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს;

გ) სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების მიზნით;

დ) სამხედრო სარეზერვო სამსახურის 45 კალენდარული დღის ფარგლებში გავლისას, მათ შორის სპეციალური მომზადების მიზნით.

მუხლი 2

1. აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის გამოძახება, გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხორციელდება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, მათ შორის კურიერის საშუალებით.

2. აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის გამოძახებას ახორციელებს ის ქვედანაყოფი, რომელშიც იგი ირიცხება.  

მუხლი 3

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირი ვალდებულია ქვედანაყოფში გამოცხადდეს აქტიური სარეზერვო სამსახურის გავლის კალენდრით (შემდგომში – კალენდარი) დადგენილ თარიღებში, რაც ითვლება  აქტიურ სარეზერვო სამსახურში გამოძახებად.

2. აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს კალენდარი გადაეცემა კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, ხოლო ყოველი მომდევნო წლის კალენდარი მომდევნო წლის პირველ იანვრამდე.

3. კალენდარში შესული ცვლილების თაობაზე აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, მათ შორის კურიერის საშუალებით,  უნდა ეცნობოს დამატებით.

მუხლი 4

1. ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გამოძახებისას შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირების გამოცხადების დროს და ადგილს;

ბ) აქტიური სარეზერვოს სამსახურის გავლის პერიოდს;

გ) სარეზერვო  სამსახურისთვის  თავის არიდებისათვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

2. ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გამოძახება დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის დადასტურებით ან/და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის/კომუნიკაციის შესახებ შედგენილი აქტით/ჩანაწერით.

მუხლი 5

ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით გაცემული შეტყობინება აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირს უნდა გაეგზავნოს/ჩაბარდეს დაუყოვნებლივ, ხოლო, შეტყობინების მიმღები ვალდებულია ქვედანაყოფში გამოცხადდეს გონივრული ვადის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში გამოცხადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს.

მუხლი 6

1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერიოდის გარდა, აქტიურ სარეზერვო სამსახურში გამოძახებული პირის დამსაქმებლის შეტყობინებას ახორციელებს შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფი, რომელშიც ირიცხება აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირი.

2. შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს მისცეს ცნობა, რომლითაც დასტურდება ქვედანაყოფში მისი ყოფნის პერიოდი.