ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016334
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
07/05/2018
ვებგვერდი, 14/05/2018
010250020.35.128.016334
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/05/2018 - 18/01/2023)

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №19

2018 წლის 7 მაისი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, „სახელმწიფოქონების” შესახებსაქართველოსკანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
.დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის 3 აგვისტოს  №29 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,  ვებგვერდი, 05/08/2015)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე



დანართი
 ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულ;ების მიწის ნორმატიული ფასი

დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასი.

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის-დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორამტიული ფასი) დგინდება შესაბამის ტერიტორიაზე მიწის საბაზრო ფასის გათვალიწინებით და გამოიანგარიშება ფორმულის მიხედვით.

CN=IMG XITL XC X K,

სადაც

ა) C N არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

ბ)I M G არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და უდრის 0, 37;

გ) I T L - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და უდრის 1;

დ) C - არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;

ე) K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 110 -ს.

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხარაგაულის ადმინისტრაციული ცენტრისათვის დაბა ხარაგაულისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

  LMGG

ITL

C

K

CN(lari)

0,37

1

0,24

110

 9.77

3.მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის, გარდა მე-5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 40% და იგი განისაზღვროს 3.91 ლარით.

4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში, გარდა მე-5 პუნქტში აღნიშნული გამონაკლისებისა მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი ფასის 25% და იგი შეადგენს 2.44 ლარს.

5.ხარაგაულის მუნიცპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში გამავალ „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ:

ა) ს-1 ინდექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრ რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100% და იგი შეადგენს 9.77 ლარს;

ბ) შ-55 ,შ-56, შ-101 ინდექსის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს დაბა ხარაგაულისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50% და იგი შეადგენს 4.89 ლარს.