ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობით უფლების გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობით უფლების გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016315
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
49
27/04/2018
ვებგვერდი, 03/05/2018
010250020.35.125.016315
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობით უფლების გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/05/2018 - 31/10/2018)

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2018 წლის 27 აპრილი

ქ. ტყიბული

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობით უფლების გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ემუხლის მე-2 ნაწილისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობით უფლების გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ“ (www.Matsne.gov.ge, 12.12.2017 წ, 010250050.35.125.016161) ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 მაისის №15 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე



დანართი №1

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

 

ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №______

(ტიპური ფორმა)

 

ეძლევა ­­­­­­­­­­­_______________________________________________

            (მესაკუთრე, მისი მისამართი და საიდენტიფიკაციო მონაცემები)

მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________ ,

(ქონების დასახელება და სარეგისტრაციო მონაცემები)

რომელიც მდებარეობს ________________________________________________________________

                                                                                      (ადგილმდებარეობა)

 

საფუძველი: ელექტრონულ/საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №_____

(თარიღი _____   __________________ 20 __ წელი) და ნასყიდობის ხელშეკრულება (თარიღი   _____  ____________________ 20 __ წელი)

 

შესყიდული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები ________________________________________________________________________

გაცემულია 20 __ წლის _____  ____________________ .

 

მოწმობა შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი გადაეცემა მყიდველს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი

 


დანართი №2

 

ა უ ქ ც ი ო ნ შ ი   მ ო ნ ა წ ი ლ ი ს   ბ ი ლ ე თ ი №______

 

აუქციონატორის დასახელება --------------------------------------------------------------

 

------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მონაწილე ----------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი)

 

საპრივატიზაციო ან სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელება

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------

 

საჯარო აუქციონის ჩატარების დრო, საათი, მისამართი

 

------------------------------------------------------------------------------------------------------

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------

 

                   ბილეთის ფასი _____________________  ________________________

                                                               (ციფრებით)                            (სიტყვიერად)

 

ლოტის № ________

 

                                                                                               ბ.ა.