დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობის უფლების გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/10/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016336 |
|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობის უფლების გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობის უფლების გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №49 დადგენილების (www.matsne.gov.ge 03/05/2018; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016315) პრეამბულაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები