დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-20/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016502 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/05/2018 - 19/04/2019)
|
თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ
|
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული: |
1.
ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი (დანართი №1). |
2.
თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმები (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით განსაზღვრულ ინფორმაციას ბაზარზე განთავსებული თამბაქოს ნაწარმის შესახებ წინა წლის მდგომარეობით (წინა წლის 1 აპრილიდან საანგარიშგებო წლის 1 აპრილის ჩათვლით) წარუდგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) ელექტრონული ფორმით (დისკი/ინფორმაციის (USB) მატარებელი), ყოველი წლის 31 მაისამდე. |
| მუხლი 3 |
თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ,,საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფზე/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილება) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვას ატარებს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილ/აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ,,საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და, ასევე, სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
1.
ამ ბრძანებით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში მითითებული ინფორმაციის ანგარიშგების დროს დაცულია თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის კომერციული საიდუმლოება და ამგვარი ანგარიშგება არ აწესებს თამბაქოს მწარმოებლებზე ან/და იმპორტიორზე დაუსაბუთებელ ტვირთს ამ ინფორმაციის შედგენისა და ანგარიშგებისათვის საჭირო დროის, ხარჯების და ძალისხმევის კუთხით. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის სისწორე და სრულად წარადგინოს იგი. ინფორმაციის არაზუსტი ან არასრული წარდგენა იწვევს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
2.
თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმების შევსებისას თავად უთითებს შესაბამის ველში იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. |
| მუხლი 5 |
ცენტრი პასუხისმგებელია არ გაამჟღავნოს ამ ბრძანებით დამტკიცებული №1 და №2 დანართებით მიღებულ ინფორმაცია, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნებიდან გამომდინარე უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული დამუშავებული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 6 |
ეთხოვოთ თამბაქოს მწარმოებლებს ან/და იმპორტიორებს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართების შევსებისას იხელმძღვანელონ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.ncdc.ge) განთავსებული დანართების ნიმუშების (Excel) ფორმატით. |
| მუხლი 7 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1 ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი 1. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვის შესახებ ანგარიში. 2. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვის ჩატარებაზე უფლებამოსილი ლაბორატორიის: ა) დასახელება და საქმიანობის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დასკვნა (ცნობა) გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების თაობაზე. დანართი №2 თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმები 1. მწარმოებლის ან/და იმპორტიორის საიდენტიფიკაციო მონაცემები:
2. თამბაქოს ნაწარმის დახასიათება:
3. ინგრედიენტების აღწერა: თამბაქო ფორმა ივსება ნაწარმში გამოყენებული თითოეული თამბაქოს ინგრედიენტისთვის ფოთლის დამუშავების, ფოთლის ტიპის და ელემენტის ტიპის თითოეული კომბინაციისათვის.
4. ინგრედიენტების აღწერა: დანამატები და სხვა ნივთიერებები/ელემენტები ფორმა ივსება თითოეული ინგრედიენტისთვის ცალ-ცალკე
5. ფილტრიანი სიგარეტის სახეობა: ფორმა ივსება დამატებით მხოლოდ ფილტრიანი სიგარეტების შემთხვევაში
6. არმოსაწევი თამბაქოს – დასაღეჭი თამბაქო, საწუწნი თამბაქო, შესასუნთქი თამბაქოს სახეობა: ფორმა ივსება დამატებით, მხოლოდ არმოსაწევი თამბაქოს შემთხვევაში
7. შესახვევი თუთუნის და საჩიბუხე თამბაქოს სახეობა: ფორმა ივსება დამატებით, მხოლოდ შესახვევი თუთუნისა და საჩიბუხე თამბაქოს შემთხვევაში
* დანამატების პრიორიტეტული სია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები