დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.112.016360 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/05/2018 - 25/05/2023)
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „უ“ პუნქტის და მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი |
ლანჩხუთის
მუნიციპალ
ი
ტეტში
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთა
საკითხებზე
მომუშავე
საბჭოს
დებულება
|
მუხლი 1.
საბჭო |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში – შშმ) ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს. |
მუხლი 2.
საბჭოს სამართლებრივი საფუძვლები |
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. |
მუხლი 3.
საბჭოს შემადგენლობა
|
1.
საბჭოს წევრთა შემადგენლობას და ოდენობას განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი. |
2.
საბჭოს თავმჯდომარეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით). |
3.
საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. |
4.
საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით):
ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები; ე) საბჭოს წევრები სათათბირო ხმის უფლებით არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მინიმუმ სამი წარმომადგენელი; ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „პროგრესის ვექტორის“ წარმომადგენელი. |
5.
საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი. |
6.
საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი. |
7.
საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე. |
მუხლი 4.
საბჭოს ამოცანები |
ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა საკითხებზე ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია; გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს წინადადებები, გეგმები და ა.შ; დ) შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან; ე) შეიმუშაოს წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად; ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას; ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე. |
მუხლი 5.
საბჭოს უფლებამოსილება
|
1.
საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; დ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვასა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა; ე) შშმ პირებთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; ვ) შშმ პირებთან დაკავშირებით პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენა; ზ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის კოორდინაცია-ზედამხედველობა (მონიტორინგი და შეფასების ანგარიშის მოსმენა); თ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. |
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები. |
მუხლი 6.
საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
|
საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას; გ) აძლევს დავალებებს საბჭოს ცალკეულ წევრებს; დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმის სახით; ვ) უფლებამოსილია საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება. |
მუხლი 7.
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
|
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; გ) ამ დებულებიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. |
მუხლი 8.
საბჭოს მდივანი
|
საბჭოს მდივანი:
ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტ შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე; გ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას; დ) საბჭოს მიერ განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ე) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას; ვ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 9.
საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობები
|
1.
საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინანდადებების, დასკვნისა ან რეკომენდაციისგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. |
2.
საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში, არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) საბჭოს წარუდგინოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ. |
3.
საბჭოს წევრებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. |
4.
საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება; ბ) ზედიზედ 3-ჯერ სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენა; გ) მის მიმართ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, მხარდამჭერის მიმღებად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება; ე) შეუწყდა საკრებულოს წევრობისა და მერიის თანამდებობის პირის უფლებამოსილება, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან; ვ) გარდაცვალება. |
5.
საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი. |
მუხლი 10.
საბჭოს საქმიანობის წარმართვა |
1.
საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. |
2.
საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად. |
3.
საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი. |
4.
საბჭოს სხდომაზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში. |
5.
საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით და რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას. |
6.
საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საკითხი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. |
7.
სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. |
8.
საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. |
9.
საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. |
მუხლი 11.
საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა |
საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე იღებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
|
მუხლი 12.
საბჭოს მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენა |
1.
საბჭო გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ერთხელ. წლიური ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 20 დეკემბრისა. |
2.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, წინასწარ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები