დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.112.016516 |
|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის №24 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი matsne.gov.ge, 01/05/2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.112.016360) შევიდეს ცვლილება, კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის – „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს წევრთა შემადგენლობას და ოდენობას განსაზღვრავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი. 2. საბჭოს თავმჯდომარეა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით). 3. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს (გადაწყვეტილების მიღების ხმის უფლებით): ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები; ე) საბჭოს წევრები სათათბირო ხმის უფლებით არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მინიმუმ სამი წარმომადგენელი; ვ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „პროგრესის ვექტორის“ წარმომადგენელი; ზ) ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის ასოციაცია საბას“ წარმომადგენელი 5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არ არის საბჭოს წევრი. 6. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი. 7. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს საბჭოს თავმჯდომარე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები