დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის და პირადობის მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 300 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070030000.22.027.016800 |
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის და პირადობის მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
|
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 142 მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკა (დანართი №1); ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის პირადობის მოწმობის ნიმუში (დანართი №2).
|
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკისა და პირადობის მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №222 ბრძანება; ბ) „სააღსრულებო პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 ივლისის №608 ბრძანება.
|
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები