დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.169.016383 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/04/2018 - 25/05/2018)
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის); |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 მარტის №17 დადგენილება (www. matsne.gov.ge 10.03. 2015 წ. სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.169.016220). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
1. CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. 2. IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც დედოფლისწყაროსათვის უდრის 0,30-ს. 3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს. 4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს. 5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 28-ს. |
| მუხლი 2 |
პირველი მუხლის მიხედვით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დგინდება შემდეგი სახით:
1. ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე 1 კვ. მეტრისათვის – 2 ლარი; 2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი 1კვ. მეტრისათვის დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1.0 ლარს. 3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0.50 ლარს. 4. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) 1კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 62.5 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 1,25ლარს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები