დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/06/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/06/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370020000.35.169.016508 |
10
15/06/2022
ვებგვერდი, 16/06/2022
370020000.35.169.016508
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე. გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დანართის შესაბამისად. (დანართი თან ერთვის) |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 აპრილის №33 დადგენილება. (www. matsne.gov.ge 20/04/2018 წ. სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.169.016383). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
GN=IMGx ITL x C x K , სადაც: CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი. C არის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური საბაზისო განაკვეთი. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი. |
| მუხლი 2 |
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად ადმინისტრაციული მაკრომდებარეობის ინდექსი შეადგენს IMG = 0,30. |
| მუხლი 3 |
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს 1-ს; |
| მუხლი 4 |
C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური საბაზისო განაკვეთი და შეადგნს 0.24 ლარს.
|
| მუხლი 5 |
დადგინდეს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K= 69,5-ს. |
| მუხლი 6 |
პირველი მუხლის მიხედვით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე 1 კვ. მეტრისათვის - 5 ლარი; |
| მუხლი 7 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი 1კვ. მეტრისათვის განისაზღვროს ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,5 ლარს.
|
| მუხლი 8 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში 1კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,25 ლარს. |
| მუხლი 9 |
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს). 1 კვ. მეტრი მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე - 50 %-ის ოდენობით და შეადგენს 2,5 ლარს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები