დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-256 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.023.016487 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
2-256
19/04/2018
ვებგვერდი, 20/04/2018
270090000.22.023.016487
საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/04/2018 - 28/05/2021)
|
საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ,,საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი”. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: |
ა)
„დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №229 ბრძანება; |
ბ)
,,დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №228 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის პირველი მუხლისა (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) და მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა (სტრატეგიული გარემოდაცვითი შეფასების ნაწილში), ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
2.
ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილში) ამოქმედდეს 2018 წლის პირველი ივლისიდან. |
|
საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების საგანი |
საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესი არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომში – გზშ) ანგარიშზე, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (შემდგომში – სგშ) ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტზე მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე საქმიანობის განმახორციელებლის შუამდგომლობის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადების მიზნით ექსპერტიზის პროცესში ჩართულ საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. |
მუხლი 2.
საექსპერტო კომისია. საზოგადოებრივი ექსპერტი |
1.
გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, საქმიანობის განმახორციელებლის შუამდგომლობის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია. |
2.
საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი. |
3.
საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტრომ შეიძლება მოიწვიოს საზოგადოებრივი ექსპერტები. |
4.
საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს სამინისტროსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. |
5.
სამინისტროს უფლება აქვს საზოგადოებრივ ექსპერტად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი. |
6.
საზოგადოებრივი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურიდიული პირი. |
მუხლი 3.
საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების პროცედურა |
1.
საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებას სამინისტრო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. |
2.
საზოგადოებრივ ექსპერტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მინისტრი ან კურატორი მინისტრის მოადგილე, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კურატორი მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი. |
მუხლი 4.
საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების ოდენობა |
1.
საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულ ექსპერტიზაზე 300 ლარის ოდენობით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. |
2.
უცხო ქვეყნის სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სამინისტროსა და აღნიშნულ სუბიექტს შორის შეთანხმებით. |
3.
საზოგადოებრივი ექსპერტის, როგორც საექსპერტო კომისიის თავმჯდომარის, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით. |
2.
21/04/2022 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
2-310 -
ვებგვერდი, 27/04/2022
1.
28/05/2021 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
2-778 -
ვებგვერდი, 31/05/2021
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 21/04/2022
გამოქ. თარიღი : 27/04/2022
დოკუმენტის ნომერი : 2-310
,,საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ”
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19
აპრილის №2-256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 28/05/2021
გამოქ. თარიღი : 31/05/2021
დოკუმენტის ნომერი : 2-778
,,საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები