დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-256 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-310 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270090000.22.023.016721 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
მუხლი 1.
„საზოგადოებრივ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-256 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.023.016487) შტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ წესის: |
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გზშ-ის ანგარიშის, სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, საქმიანობის განმახორციელებლის შუამდგომლობის საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლის საკითხის განხილვის მიზნით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფროსის ბრძანებით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია. 2. საექსპერტო კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი. 3. საჭიროების შემთხვევაში, საექსპერტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტომ შეიძლება მოიწვიოს საზოგადოებრივი ექსპერტები. 4. საზოგადოებრივი ექსპერტი ექსპერტიზის პროცესში მონაწილეობს სააგენტოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 5. სააგენტოს უფლება აქვს საზოგადოებრივ ექსპერტად მოიწვიოს უცხო ქვეყნის სუბიექტი (ფიზიკური ან იურიდიული პირი) ან მოქალაქეობის არმქონე პირი. 6. საზოგადოებრივი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურიდიული პირი. 7. აკრძალულია საექსპერტო კომისიაში იმ ექსპერტთა შეყვანა, რომლებიც: ა) წარმოადგენენ დამგეგმავი ორგანოს/საქმიანობის განმახორციელებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავებაში მონაწილე ან/და დამგეგმავ ორგანოსთან/საქმიანობის განმახორციელებელთან სხვა ფორმით შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებს; ბ) ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებიან სამინისტროს/სააგენტოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.“. 2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებას სააგენტო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ან საკუთარი შემოსავლებიდან. 2. საზოგადოებრივ ექსპერტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს სააგენტოს უფროსი.“. 3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უცხო ქვეყნის სუბიექტის (ფიზიკური ან იურიდიული პირი) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სააგენტოსა და აღნიშნულ სუბიექტს შორის შეთანხმებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები