დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.129.016281 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/04/2018 - 01/06/2018)
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნეს შემდეგი სახის მოსაკრებლები:
|
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა); |
ბ)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურებისათვის; |
გ)
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის; |
დ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. |
| მუხლი 2 |
1.
მშენებლობის ნებართვისათვის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: |
ა)
ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ განაშენიანების ფართობის 1მ2-ზე – 1 ლარის ოდენობით; |
ბ)
სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობისათვის 1მ2-ზე – 0,30 ლარის ოდენობით. |
2.
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
|
ა)
II და III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში: |
ა.ა)
განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი; |
ა.ბ)
განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი; |
ა.გ)
განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 200 (ორასი) ლარი; |
ბ)
IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში: |
ბ.ა)
განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი; |
ბ.ბ)
განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი; |
ბ.გ)
განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 700 (შვიდასი) ლარი. |
3.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: |
ა)
ერთ სულ მოსახლეზე ქ. ჭიათურის ტერიტორიაზე 0,50 ლარის ოდენობით; |
ბ)
იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 15 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე.
|
4.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს: |
ა)
სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; |
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარის ოდენობით; |
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით; |
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით; |
ე)
ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%-ის ოდენობით; |
ვ)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით; |
ზ)
თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლების გადახდის თანდართული წესი (დანართი №1).
|
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის თანდართული ფორმით (დანართი №2). |
| მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №50 დადგენილება (სსმ, 30/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.129.016149). |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესი
|
წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ეს წესი აწესრიგებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. |
2.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივ ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურეობისათვის. |
3.
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას. |
4.
ნარჩენების წარმომქმნელი – პირი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი. |
5.
ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. |
6.
ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას არ წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების, რადიოაქტიური ნარჩენების მართვის, სამედიცინო ნარჩენების მართვის, აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები. |
7.
საყოფაცხოვრებო ნარჩენები არის ნარჩენები, რომლებსაც სახლებში, ბინებში, მიწის ნაკვეთებსა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო საცხოვრებლებსა ან გაქირავებულ ბინებში ცხოვრებისას წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი და/ან მოქმედი ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს. |
8.
მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გატარებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. |
9.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადამხდელია ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
1.
მოსაკრებელის განაკვეთი, როგორც წესი, განისაზღვრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად. |
2.
მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის კი – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. |
3.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. |
4.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. |
5.
ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში, ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. |
6.
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. |
7.
მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის, ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. |
8.
ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, აწარმოებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური. |
9.
მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ, 30 დღის განმავლობაში, აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. |
10.
ნარჩენების წარმომქმნელი მცხოვრების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში, მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. |
11.
მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. |
12.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება |
1.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. |
2.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით. |
3.
მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. |
4.
გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე, მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. |
5.
მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა), თითოეული მოსახლის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ, წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია, აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ. |
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი |
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. |
მუხლი 6.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები |
1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. |
2.
ქვითრის ტიპური ფორმის რეკვიზიტებია: |
ა)
მესაკუთრის მონაცემები; |
ბ)
ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის ნომერი; სახელმწიფო ხაზინის კოდი; მოსაკრებლის სახაზინო კოდი; |
გ)
მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; |
დ)
გადასახდელი თანხა; |
ე)
გადახდის ვადა; |
ვ)
გადახდის ადგილი. |
3.
მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში. |
4.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. |
მუხლი 7.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებაზე |
მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს. |
დანართი №2
|
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის
|
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის: მ = გ X რ
მ – ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართობი, ადგილი, საწოლი და ა.შ.). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები