„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/06/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.129.016292
41
01/06/2018
ვებგვერდი, 08/06/2018
210020010.35.129.016292
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №41

2018 წლის 1 ივნისი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 აპრილის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,  ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 05 აპრილის №30 დადგენილებაში (სსმ, 16/04/2018, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.129.016281) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის კი – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.:“

ბ) დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს (ფიზიკურ პირებს), რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება ფულადი სოციალური დახმარებისათვის კანონმდებლობით დადგენილ ოდენობას (სარეიტინგო ქულის არსებობის შემთხვევაში)“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიინა ასანიძე