თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 221
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016325
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
221
30/03/2018
ვებგვერდი, 11/04/2018
010250050.35.157.016325
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/04/2018 - 28/12/2018)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №221

2018 წლის 30 მარტი

ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ქვეპუნქტის და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით  უზრუნველყოფის წესი“,  დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი 1.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს.

2. ეს წესი არ ვრცელდება

ა) პირებზე, რომელთა რეგისტრაცია ან/და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა, შესაბამისი კანონმდებლობით, სხვაგვარად არის დარეგულირებული;

ბ) პირებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის დაკარგვის ფაქტი ფიქსირდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ.

მუხლი 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისია

1. ამ წესის განხორციელებას უზრუნველყოფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური – სამართლებრივი აქტით შექმნილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისია.

2. კომისიის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. კომისია შესდგება კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

მუხლი 3. უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები:

1. ფიზიკური პირი უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:

ა) ოჯახის ყველა წევრი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია, ან/და მუდმივად ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა, თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე;

გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველიპუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება, ან როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;

დ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის;

ე) არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის ინტენსიური გადაკვეთა, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა.

2. უსახლკაროდ რეგისტრაცია შესაძლოა გამოირიცხოს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა ისეთი გარემოებების გამოვლენისას, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის შესაძლებლობას, უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებლით, ან მის მიმართ მესამე პირის ვალდებულებას საცხოვრისით უზრუნველყოფაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ვალდებულების შესრულება სამართლებრივი, ან/და ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია). უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ასევე ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, ან ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი.

3. უსახლკაროდ რეგისტრაცია უქმდება, თუ პირი აღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციის კრიტერიუმებს. რეგისტრაციის გაუქმება იწვევს თავშესაფარი ფაართით სარგებლობის შეწყვეტას.

4. უსახლკაროდ რეგისტრაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის არ წარმოშობს უსახლკაროდ რეგისტრირებულის თავშესაფარი ფართით რაიმე კონკრეტულ ვადაში აუცილებელი დაკმაყოფილების ვალდებულებას. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილება მოხდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და უსახლკარო პირთა თავშესაფარი ფართების არსებული რესურსის შესაბამისად.

5. თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფისათვის განისაზღვრება უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა მათი ქონებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი პირობების, ჯანმრთელობისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშედარების საფუძველზე. ურთიერთშედარებას ექვემდებარება იმ პირთა მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან უსახლკაროდ და ჯერ არ სარგებლობენ თავშესაფარი ფართით. ასეთ შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭებათ:

ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს და მათი ოჯახის წევრებს;

ბ) ვეტერანს, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში;

გ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირს;

დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს და მის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს;

ე) მრავალშვილიან ოჯახს;

ვ) უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა ხდება ფართის ოპტიმალური გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. ერთ ადამიანზე გასათვალისწინებელი საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი შეადგენს 10 კვადრატულ მეტრს.

6. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ასევე, ნებისმიერი ისეთი ფაქტის გამოვლენა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის მხრიდან არასრული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, ან ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რომლის შედეგადაც განმცხადებელმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი.

7. გამონაკლის, ფორსმაჟორული პირობების დადგომისას, ფიზიკური პირი უსახლკაროდ დარეგისტრირდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა არ არსებობის შემთხვევაშიც, თუ იგი აკმაყოფილებს იმავე პუნქტის სხვა კრიტერიუმებს.

მუხლი 4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის პროცედურა

1. პირმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაბადების მოწმობა, ან პასპორტი) ასლი;

ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;

გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკარო რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი გარემოებების არსებობა, ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია.

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას:

ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე;

ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე.

3. პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი.

4. უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში კომისია გასცემს რეკომენდაციას

ა) უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ამ წესით დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიმდინარე შესაძლებლობებისა და არსებული რესურსების შესაბამისად;

ბ) რეგისტრურებული პირის მომლოდინეთა სიაში ჩასმის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრირდება უსახლკაროდ, მაგრამ მოცემულ ეტაპზე ვერ ხდება მისი დაკმაყოფილება თავშესაფარი ფართით.

5. კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირისთავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა, რომლის სარგებლობის პირობები და წესი დგინდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტით, აღნიშნული პირობების დარღვევა შეიძლება გახდეს თავშესაფარი ფართით სარგებლობის შეწყვეტის საფუძველი.

6. კომისია საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არათავშესაფარი ფართით უზრუნველყოფილი პირი ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს. კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირს უწყდება თავშესაფარი ფართით სარგებლობის უფლება, ან/და კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, მერის გადაწყვეტილებით, უწყდება უსახლკაროდ რეგისტრაცია, თუ უსახლკაროდ რეგისტრირებული პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

7. უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის, ან უსახლკაროდ რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, უფლება აქვს, იმავე საკითხზე განმეორებით მიმართოს კომისიას.