„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 240
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016344
240
28/12/2018
ვებგვერდი, 03/01/2019
010250050.35.157.016344
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №240

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის  20-ე მუხლის მე- 4, მე-6 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს ცვლილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №221 დადგენილების (ვებგვერდი, 11/04/2018, სარეგ კოდი 010250050.35.157.016325) პირველ მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

1. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით  უზრუნველყოფის წესი“,  დანართი №1-ის შესაბამისად;

2. დამტკიცდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციის განაცხადის ფორმა“ დანართი 2-ის   შესაბამისად.“

მუხლი 2
დადგენილებას დაემატოს დანართი ფაილი „დანართი 2, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციის განაცხადის ფორმა“  თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი №2
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციის განაცხადის ფორმა

 „განაცხადი

უსახლკარო პირად რეგისტრაციის შესახებ

(ივსება განმცხადებლის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ)

განცხადების ნომერი:                                                           

 თარიღი:

1. ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ:

სახელი:------------------------------გვარი:---------------------------დაბადების თარიღი:--------------------------

პირადი ნომერი:---------------------------- საკონტაქტო ტელეფონი: ------------------------------

პირის იურიდიული  და ფაქტობრივი მისამართი:------------------------------------------------------------------

2. უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნის მიზეზი:

1. საცხოვრებელის დაკარგვა

2. გაუსაძლის საცხოვრებელ პირობები

3. სხვა მიზეზი ______________________________________________________________

(მიუთითეთ სხვა მიზეზი)

3. გყავთ, თუ არა ოჯახის წევრი?

1. დიახ                                2. არა

4. ინფორმაცია განმცხადებლის ოჯახის წევრების (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი, გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი) შესახებ

                                                   

სახელი

გვარი

/ ნომერი

დაბადების თარიღი

ნათესაური კავშირი

შენიშვნა

( შშმ პირი , ვეტერანი , მარჩენალდაკარგული , მარტოხელა მშობელი , ასეთის არსებობის შემთხვევაში )

1.

2.

3.

4.

 

 

 

 

 

 

5. ინფორმაცია განმცხადებლის (ასევე მისი ოჯახის წევრების)  ქონებრივი მდგომარეობის შესახებ:

დასახელება

ადგილმდებარეობა

 

 

 

6. ინფორმაცია განმცხადებლის (ასევე მისი ოჯახის წევრების) შემოსავლების შესახებ:

შემოსავლის ოდენობა

შემოსავლის წყარო

1.

2.

3.

4.

 

 

 

 

განმცხადებლის მოვალეობა

განმცხადებელი ვალდებულია, უტყუარი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მისი ოჯახური, ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის, პერსონალურ და სხვა მონაცემებთან დაკავშირებით, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები და ხელი მოაწეროს შევსებულ განაცხადს. განსხვავებული აზრის არსებობისას, წერილობით დააფიქსიროს შენიშვნები.

განმცხადებლის უფლება

ა) მოითხოვოს თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფა

ბ) გაეცნოს მის შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას

გ) მოითხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემებში ცვლილებების (შესწორებების ) შეტანა

დ) ისარგებლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

ვადასტურებ, რომ არ არსებობს ქონებრივი, საოჯახო ან/და სხვა გარემოებები, რომლებიც მომცემდნენ შესაძლებლობას უზრუნველყოფილი ვიყო თავშესაფარი ფართით.

გავეცანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ______  №  _____  დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს უსახლკაროდ რეგისტრაციის და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის შესახებ და ვიღებ ვალდებულებას, განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეზე.

თანახმა ვარ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად (,,მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად) და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობით)  უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლით გათვალისწინებული  კრიტერიუმების გადამოწმების მიზნით, განხორციელდეს ჩემი ფინანსური, ქონებრივი და ოჯახური მდგომარეობის, პერსონალური და სხვა მონაცემების პერიოდული გადამოწმება ნებისმიერი შესაძლო წყაროდან, რასაც ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით.

__________________________________                                          ___________________________

                           ხელმოწერა                                                                                       თარიღი .