დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.138.016347 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/03/2018 - 30/10/2019)
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესი, დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) არეგულირებს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით ნიჭიერი და წარმატებული სპორტსმენებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის უზრუნველყოფას საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისათვის და განსაზღვრავს სპორტული გუნდების დაჯილდოების პირობებსა და წესს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება
|
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ფულადი საჩუქარი – ერთჯერადი ფულადი საჩუქარი; ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ თამაშებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით ან ახალციხეში მცხოვრები საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი; გ) წარმატებული ახალგაზრდა – ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსებში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული; დ) რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდები და ინდივიდები – ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ინიციირებულ სხვადასხვა აქტივობებში, ან/და რეგიონალურ ან მუნიციპალურ სპორტულ ტურნირებში მონაწილე გუნდები, რომლებმაც დაიკავეს I, II, და III ადგილი; ე) წარმატებული გუნდი – საქართველოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სახელით ან ახალციხეში მცხოვრები საქართველოს სახელით მოასპარეზე გუნდი, რომელმაც დაიკავა საპრიზო ადგილი. |
მუხლი 3.
ვეტერანი და წარმატებული სპორტსმენის დასაჩუქრება
|
1. ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სპორტსმენის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სპორტსმენი – 150ლარი; ბ) საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 400 ლარი; II ადგილი – 300 ლარი; III ადგილი – 200 ლარი. 2. წარმატებული ვეტერანი სპორტსმენის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით. 3. წარმატებულმა სპორტსმენმა/ვეტერანმა, არასრულწლოვანი სპორტმენის შემთხვევაში მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. |
მუხლი 4.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ინიციირებული სახელოვნებო კულტურულ პროგრამებში გამარჯვებული გუნდისა და ინდივიდების დასაჩუქრება |
1. სასკოლო თეატრალურ ფესტივალში“ გამარჯვებული ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ინდივიდთა გუნდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს:
ა) I ადგილი – 500 ლარი; ბ) II ადგილი – 300 ლარი; გ) III ადგილი – 200 ლარი. 2. ესეების კონკურსში – „ჩემი პროფესია“ გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს: ა) I ადგილი – 200 ლარი; ბ) II ადგილი – 150 ლარი; გ) III ადგილი – 100 ლარი. 3. ფოტოკონკურსში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს: ა) I ადგილი – 300 ლარი; ბ) II ადგილი – 200 ლარი; გ) III ადგილი – 100 ლარი. 4. წარმატებულმა ახალგაზრდამ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები. |
მუხლი 5.
რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდებისა და ინდივიდების დასაჩუქრება
|
1. რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე არ აღემატება 6 მონაწილეს, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) I ადგილი – 300 ლარი; ბ) II ადგილი – 200 ლარი; გ) III ადგილი – 100 ლარი. 2. რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებული გუნდების, რომელთა რაოდენობა სათამაშო მოედანზე აღემატება 6 მონაწილეს, გუნდის ფულადი საჩუქრის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: ა) I ადგილი – 500 ლარი; ბ) II ადგილი – 300 ლარი; გ) III ადგილი – 200 ლარი. 3. რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩატარებული ტურნირის გამარჯვებულმა გუნდმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) გამარჯვებულის ან გუნდის წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) გამარჯვებულის ან გუნდის წარმომადგენლის ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები. |
მუხლი 6.
ფულადი საჩუქრის
გაცემის ადმინისტრირება
|
ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური). |
მუხლი 7.
ფულადი საჩუქრის ანაზღაურების წესი |
ამ წესით განსაზღვრული ფულადი საჩუქრის გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით, განცხადების შემოტანიდან 20 დღის ვადაში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები