დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.138.016389 |
|
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით
გამოყოფილი თანხიდან ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №33 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 28/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016347) და დადგენილებით დამტკიცებული
დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მიერ ინიციირებული სახელოვნებო კულტურულ პროგრამებში გამარჯვებული გუნდისა და ინდივიდების დასაჩუქრება 1. „სასკოლო თეატრალურ ფესტივალში“ გამარჯვებული ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ინდივიდთა გუნდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს: ა) I ადგილი – 500 ლარი; ბ) II ადგილი – 300 ლარი; გ) III ადგილი – 200 ლარი. 2. ესეების კონკურსში „ჩემი პროფესია“ გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს: ა) I ადგილი – 200 ლარი; ბ) II ადგილი – 150 ლარი; გ) III ადგილი – 100 ლარი. 3. ფოტოკონკურსში გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდის ფულადი ჯილდო განისაზღვროს: ა) I ადგილი – 300 ლარი; ბ) II ადგილი – 200 ლარი; გ) III ადგილი – 100 ლარი. 4. „იდეების კონკურსში“ გამარჯვებული, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების (სამი ახალგაზრდა) ფულადი ჯილდო განისაზღვროს: ა) 1000 (ათასი) ლარი – თითოეული გამარჯვებულისათვის (სულ 3000 (სამი ათასი ლარი). 5. წარმატებულმა ახალგაზრდამ, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები