ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016369
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
16/03/2018
ვებგვერდი, 21/03/2018
010260020.35.132.016369
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/03/2018 - 30/04/2024)

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №21

2018 წლის 16 მარტი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამი­სად, ქალაქ ბათუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტი­სა და ახალგაზრდობის სამსა­ხურის დე­­ბულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შე­სახებ“ ქალაქ ბა­თუ­­მის მუნიციპალიტეტის საკ­რებულოს 2017 წლის 28 ივნისის №16 დად­გე­ნი­ლე­ბა (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 04/07/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016320).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე



დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალგაზრდობის

სამსახურის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის მერიის განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სა­მ­სა­ხუ­რის (შემ­დგომ­ში სამ­სახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანობასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს.

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომელიც შექმ­ნი­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მერიის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათ­ლე­ბის, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალგაზრდობის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუ­ქ­ტურული ერთეულების განყოფილებებისგან და თანამშრომ­ლე­ბის­გან.

5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ ბა­თუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

6. სამსახურს გააჩნია ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­­ლებული ბალანსი და ანგარიში.

8. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემ­დგომ­ში მე­რი) წინაშე.

9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.

10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას.

11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველზე;

ვ) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით;

ზ) მიუკერძოებლობა;

თ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.


მუხლი 3. სამსახურის ამოცანები და  ფუნქციები
1. სამსახურის ამოცანებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროს განვითარების პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება;

ბ) განათლებაზე, შემოქმედებითობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;

გ)  ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა;

დ) კულტურული ფასეულობების წარმოჩენა, პოპულარიზაცია, კულტურული მემკვიდ­რე­ობის დაცვა და განვითარება;

ე) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

ვ) კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, კულტურული ცენტრების განვითარება;

ზ) მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული სკოლამდელი აღზრდის სისტემის დანერგვა;

თ) პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სტუდენტთა სწავლის სტიმულირება;

ი) ეროვნული და ეთნიკური კულტურის, შემოქმედებითი ჯგუფების განვითარება და მათი საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაცია;

კ) ბათუმის, როგორც საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაცია;

ლ) შემოქმედებითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;

მ) მრავალეთნიკური კულტურის განვითარების მხარდაჭერა.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროში პროგრამების, ქვეპ­რ­ოგრამების, პროექტების, ღონისძიებების შემუშავება, დანერგვა, მართვა, ადმინისტრირება და გან­ხორ­ცი­ელება;

ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმყოფადობის, კულტუ­რუ­ლი მრავალფეროვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის დაცვა და განვითარება, ქალაქის კულ­ტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და ქალაქის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

გ) ცოდნაზე, შემოქმედებითობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების განვი­თა­რების ხელშეწყობა და თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით, ინოვაციური პროექტების, ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;

დ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ხელშეწ­ყობა;   

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვით­­­მმარ­თვე­­­ლობებთან და სამეურვეო საბჭოებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექ­ტების განხორ­ცი­­ელება/ხელშეწყობა;

ვ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა;   

ზ)  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით;

თ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარ­ტებ­თან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუ­შა­ვება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ი) ავტორიზაციის პირობების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით, მონიტორინგის განხორციელება;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა, „ადრეული და სკოლამ­დელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბა­მისად;

ლ) სამსახურის კომპეტენციიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სა­ქარ­­თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმი­ნის­­­ტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტ­რა­ცი­ულ სამართალდარღვევათა ოქმის შედ­გენა;

მ) საგანმანათლებლო და სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ნ) სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

ო) სკოლამდელი ასაკის ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზი­კური აღზრდის ხელშეწყობა, სპორტში ჩართვა და ამ გზით მათი სოციალური ინტეგრა­ციისათ­ვის მომზადების ხელშეწყობა;

პ) მასობრივი, სასკოლო და საუნივერსიტეტო ფიზიკური აღზრდა - განათლების გააქტი­ურე­ბის ხელშეწყობა;

ჟ) სპორტის ტრადიციული ეროვნული სახეობების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და ხელ­შეწყობა;

რ)  მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების ჩატარების ხელშეწყობა;

ს) დაქვემდებარებულ სასპორტო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის, განვითა­რე­ბი­სათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, წინადადებების, კონცეფციების შემუშავება, ინიციირება, შემოღება, დანერგვა, მართვა, განხორციელება;

ტ) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართვის უზრუნველყოფა, ახალგაზრ­დებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების, ცხოვ­რების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ინტელექტუალური დონის განვითარების ხელშეწ­ყობა;

უ) ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, საკუ­თარი პოტენციალის, შესაძლებლობების სრულად რეალიზების, განვითარების და  საზოგადო­ებ­რივი  ცხოვრების  ყველა  სფეროში აქტიურად ჩართვის ხელშეწყობა;

ფ) ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მართვა-ორგანი­ზება და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება/ხელშეწყობა;

ქ) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და ხელშეწ­ყობა, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება;

ღ) ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით კვლევითი საქმიანობის განხორ­ცი­ელება, პროფესიული წრეების და ახალგაზრდების მიზნობრივი ჩართულობა, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა - დაგეგმვა, რომელიც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვ­რები ახალ­გაზრ­დების საჭიროებებსა და გამოწვევებზე, მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონის­ძიებების გატარება;

ყ) ახალგაზრდების ინტელექტუალური დონის განვითარებისა და არაფორმალური განათ­ლების პროგრამების შემუშავება განხორციელების ხელშეწყობა;

შ) ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით, კულტურული და სპორტული ღო­ნის­ძი­ებების, საგანმანათლებლო შემეცნებითი, სამეცნიერო კონფერენციების, დებატებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზება;

ჩ)  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობა;

ც) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და გამყარება მუნიციპალიტეტთან დამე­გობ­რებულ ქალაქებთან/რეგიონებთან და საერთაშორისო ურთერთობებიდან გამომდინარე საპრო­ტო­კოლო ღონისძიებების ორგანიზება;

ძ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესო­ბების წარ­მომად­გენ­ლებთან ურთიერთო­ბე­ბის განვითარება და გამყარება, მათი უფლებების დაცვა და ხელ­შეწყობა;

წ) სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგი­ლ(ეებ)ის სხვა დავალებების შესრულება;

ჭ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებუ­ლე­­­ბით, ამ დებულებით, მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემ­დგომ­ში საკრებულო) ადმინისტ­რა­ცი­ულ-სამარ­თლებ­რივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციე­ლე­ბა.


მუხლი 4. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები
1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზა­ციე­ბი­დან და საწარ­მოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იური­დიული პირებისგან;

ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეი­მუ­შაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგა­ნი­ზა­ციული მექანიზმები;

გ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე და­უ­ყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორ­გა­ნო­ში;

დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგა­დოე­ბის ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ;

ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგი­ლო­ბრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რო­მელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში;

ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კა­ნო­ნმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთ­ხოვნები.


მუხლი 5. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რი­შებს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს, სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე;

ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;

თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განა­წესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს;

კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ლ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს;

მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს;

ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს;

ო) მოთხოვნის შემთხვევაში, შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში;

ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს;

ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემ­დებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუ­ხისმ­გებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­­­­სილება.

5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ფუნქციებს, მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანო­ბი­სათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილება;

ბ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყო­ფილება;

გ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთიერ­თობის განყოფილება;

დ) საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილება.

3. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წი­ნამდებარე დებულებით.


მუხლი 7. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყო­ფი­ლების უფლებამოსილებები
1. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის  განყოფილების ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროს განვითარების პოლი­ტიკის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

გ) სამომავლო პრიორიტეტების დასახვა, რეკომენდაციების მომზადება;

დ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამე­ბის შემუშავება, განხორციელების მონი­ტორინგი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების და დასკვნების მომზადება;

ე) სტატისტიკური ინფორმაციების მიღება-დამუშავება;

ვ) ხელმძღვანელობისათვის წინადადებების, დასკვნების და პერიოდული ანგარიშე­ბის მომზადება;

ზ) სამსახურის რისკების მართვის ორგანიზება;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელ­მ­წიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

ი) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული უახ­ლესი ტენდენციებისა და გამოცდილების გათვალისწინება და მათი პრაქტიკაში გადმოტანა;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარ­ტებ­თან შესაბამისობის დასადგენად, მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუ­შა­ვება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

მ) ავტორიზაციის პირობების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით მონიტორინგის განხორციელება;

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეესტრის წარმოება, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;

ო) სამსახურის კომპეტენციიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქარ­თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  გათვალისწინებულ ადმი­ნის­ტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტ­რა­ცი­ულ სამართალდარღვევათა ოქმის შედ­გენა;

პ) არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების მონაწი­ლეობით საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზება;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 8. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილების უფ­ლებამოსილე­ბე­ბი
1. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყო­ფილების ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროს განვითარების პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციე­ლება;

ბ) განათლების სფეროს განვითარების შესახებ შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა;

გ) განათლების პროგრამების მიმდინარეობისას ადმინისტრირებისა და საქმიანობის კო­ორ­დინაცია;

დ) კულტურის სფეროზე ორიენტირებული შესაბამისი მუნიციპალური პროგ­რამების განხორციელება და მართვა;

ე) თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციისა და სხვა შემოქმე­დე­ბითი პროექტების ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სადღესასწაულო თარიღების, ფესტივალების, კონკურსებისა და საიუბილეო ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა;

ზ) სამსახურის მიერ კულტურის სფეროში ხელშეწყობილი პროექტებისა და პროგრამების  განხორციელების შესახებ ანგარიშების მომზადება;

თ) სპორტის სფეროზე ორიენტირებული შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორ­ციელება და მართვა;

ი) მუნიციპალიტეტში სპორტის, ფიზიკური აღზრდის, მასობრივ-გამაჯანსაღებელი სხვა­დას­ხვა რან­­­გის სპორტული ღონისძიებების ჩატარება;

კ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების კოორდინაცია და ხელშეწ­ყობა;

ლ) ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა;

მ) ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება და მათი საქმიანო­ბის მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა;

ნ) ახალგაზრდებისთვის დასვენების, გართობის, დასაქმების და სოციალური პირობების  გაუმჯობესების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორ­ცი­ელება;

ო) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 9. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფლებამოსილებები
1. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთი­ერ­თო­ბის განყოფილება წარმოადგენს მუნიციპალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საქმიანობის კოორდინაციის ერთეულს, რომლის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ჩარ­თულობა;

ბ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან თანამ­შრომ­ლობის განვითარება და მათი საქმიანობის მხარდაჭერა;

გ) სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებთან და სპორტულ კლუბებთან თანამშრომ­ლობა;

დ) მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხის შესწავლა (ანალიზი) და შეფასება, ამ მიმართულებით შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციების მიერ განსა­ხორ­ციელებელი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

ვ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, საკუ­რატორო მუნიციპალური ორ­განი­ზა­ციების პარტნიორის უფლებამო­სი­ლე­ბის განხორციელების საკითხებზე შემოსული კო­რეს­პონ­დენ­ციის განხილვა, საპასუხო წერილების, სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომ­ზა­დება, ასევე განხილვაში, საპასუხო წერილების, სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომ­ზა­დებაში მონაწილეობა;

ზ) მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის საკურატორო ორგანიზაციებიდან შესაბა­მისი მასალების მიწოდების უზრუნველყოფა;

თ) საკურატორო ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომა­რეობის შესახებ ანგარიშების მომზადება;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 10. საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილების უფლებამო­სილებები
1. საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნ­ქცი­ებია:

ა)  საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა  და გამყარების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ქალაქებთან/რეგიონებთან თანამშრომლობის კოორ­დი­ნა­ცია;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესო­ბების ორგანიზა­ციებთან და მათ წარმომადგენლებთან ურ­თიერთობების განვითარება და გამყარება, ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და პროგ­რა­მების განხორციელების ხელშეწყობა;

დ) ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების მიერ მოწოდებული წინადადებების და პროექტების განხილვა;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების მოწვევის ორგანიზება, აეროპორტში დახ­ვედ­რა და მიღება, წესების შესაბამისად;

ვ)  სტუმრებისა და მისი თანმხლები პირების ქალაქში ტრანსპორტირება, სასტუმროებში დაბინავება და მიღება-გაცილება;

ზ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მერისა და თანმხლები დელეგაციის წევრების ოფი­ცი­ალუ­რი და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);

თ)  მერიის მოწვევით საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმ­რების მიღება-გაცილება;

ი)  ვიზიტის პროგრამის შედგენა ქართულ და უცხოურ ენებზე;

კ) წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორ­ცი­ელება;

ლ)  მერიის სახელით, სასაჩუქრე პაკეტების დამზადება და გადაცემა;

მ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო მისიებთან და საერ­თაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დაგეგმვა და კოორდინაცია;

ნ) საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრების დაგეგმვა, საუბრების, მოლა­პა­რაკებების და ხელშეკრულებების ხელმოწერის ორგანიზება;

ო) ადგილზე საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზების ხელშეწყობა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის ცენტრების მხარდაჭერა;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს, განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 11. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუს­ხით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით გან­სა­ზ­ღ­ვ­­რულ ფუნქციებს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სა­მარ­­თლებრივი აქტები.


მუხლი 12. სამსახურის დაფინანსება და ქონება 
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის საკუთრებას.


მუხლი 13. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.